99 წლის ვადით სუდანისგან დაქირავებულ იქნა

სოფლის მეურნეობისთვის გამოსადეგი ნაყოფიერი მიწები

66647
99 წლის ვადით სუდანისგან დაქირავებულ იქნა

ისტორიაში პირველად, სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობით, 99 წლის ვადით, სუდანისგან დაქირავებულ იქნა სოფლის მეურნეობისთვის გამოსადეგი ნაყოფიერი მიწები.
შეთანხმებით, ქვეყნის 780 ათასი ჰექტარ მიწაზე, თურქი ინვესტორები ტროპიკული ანანასის, მანგოს, ავოკადოს მსგავს ხეხილთან ერთად სხვა პროდუქტებსაც მოაშენებენ.
სუდანის ელჩის ოსმან ელდირდიერის ცნობით, იქ მოყვანილი პროდუქტების გამოყენების უფლებაც თურქეთის ხელში იქნება. მათ შეეძლებათ მისი ექსპორტირება ევროპის ქვეყნებში. სუდანი კი ისარგებლებს პროექტით ფინანსურ ფარგლებში.
სამუშაო დაიწყება 12 ათას 500 ჰექტარ მიწაზე საპილოტო მეურნეობის გაშენებით.
იქ მომუშავე სუდანელებისთვის ფერმაშივე მოხდება სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობის დარგში განათლების მიცემა.
სოფლის მეურნეობის გარდა თანამშრომლობა მოხდება მეთევზეობასა და მეცხოველეობაში.
ორი სახელმწიფოს ცენტრალურ ბანკებს შორის შეთანხმებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება მონეტარული პოლიტიკის წარმართვისთვის.
თურქების ხელით ნაწარმი პროდუქტების გატანა ევროპის გარდა გათვალისწინებულია ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ბაზრებზე.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები