თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ბუნებრივი აირის მიწოდების ხელშეკრულება გახანგრძლივდა

თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ბუნებრივი აირის მიწოდების ხელშეკრულება გახანგრძლივდა

2148297
თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ბუნებრივი აირის მიწოდების ხელშეკრულება გახანგრძლივდა

თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ბუნებრივი აირის მიწოდების ხელშეკრულება, რომელსაც ვადა მიმდინარე წლის ბოლოს ეწურებოდა, 2030 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა.

ორ ქვეყანას შორის, ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა, თურქეთის ნავთობსადენის კორპორაციასა (BOTAŞ) და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) შორის.

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, კასპიის ნავთობისა და ბუნებრივი გაზის 29-ე საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, ხელმოწერის ცერემონია გაიმართა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალფარსლან ბაირაქტარისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მიქაილ კაბაროვის მონაწილეობით.

BOTAŞ-ის თავმჯდომარემ და გენერალურმა მენეჯერმა აბდულვაჰით ფიდანმა და აზერბაიჯანის გაზმომარაგების კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა ლიდია სალაჰოვამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ბუნებრივი აირის მიწოდების ხელშეკრულების გახანგრძლივებას 2030 წლამდე, რომლის ვადაც 2024 წლის ბოლოს მთავრდებოდა.



მსგავსი ინფორმაციები