ევროკავშირი რუსეთიდან და ბელარუსიდან შეტანილ მარცვლეულზე მაღალ გადასახადს დააწესებს

ევროკავშირი რუსეთიდან და ბელარუსიდან შეტანილ მარცვლეულზე მაღალ გადასახადს დააწესებს

2147035
ევროკავშირი რუსეთიდან და ბელარუსიდან შეტანილ მარცვლეულზე მაღალ გადასახადს დააწესებს

ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს რუსეთიდან და ბელარუსიდან შეტანილ მარცვლეულსა და ზოგიერთ სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე მაღალი საბაჟო გადასახადი დააწესონ.

ევროკავშირის საბჭომ გამოაცხადა, რომ წევრმა ქვეყნებმა მიიღეს რეგულაცია, რომლის მიზანია რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტირებულ მარცვლეულ პროდუქტებზე მაღალი საბაჟო გადასახადების დაწესება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მარცვლეულზე, ზეთოვან თესლზე და მათგან წარმოებულ პროდუქტებზე, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნები შეიძენენ რუსეთიდან და ბელარუსისგან,  გადასახადები გაიზრდება იმ დონემდე, რომ შეაჩერებს ამ პროდუქტების იმპორტს.

იქვე აღნიშნულია, რომ ზომები ხელს შეუშლის ევროკავშირის მარცვლეულის ბაზრის დესტაბილიზაციას, შეაჩერებს უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებული და რუსეთის მიერ არალეგალურად ხელში ჩაგდებული მარცვლეულის ექსპორტს და დაბლოკავს შემოსავლებს, რომლებსაც იღებს ევროკავშირში ექსპორტიდან უკრაინასთან 2022 წლიდან წარმოებული ომის დასაფინანსებლად.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ზომები პირდაპირ კავშირშია რუსეთიდან და ბელარუსიიდან ევროკავშირში ექსპორტთან და გავლენას არ მოახდენს ევროკავშირის გავლით მესამე ქვეყნებში გასვლაზე.

ახალი წესები ევროკავშირის ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ 1 ივლისიდან ამოქმედდება.



მსგავსი ინფორმაციები