თაფლის ექსპორტიდან 4 თვის შემოსავალმა 11 მილიონ 477 ათას 245 დოლარი შეადგინა

თაფლის ექსპორტიდან 4 თვის შემოსავალმა 11 მილიონ 477 ათას 245 დოლარი შეადგინა

2146541
თაფლის ექსპორტიდან 4 თვის შემოსავალმა 11 მილიონ 477 ათას 245 დოლარი შეადგინა

თურქეთის თაფლის ექსპორტიდან მიმდინარე წლის 4 თვის შემოსავალმა, 11 მილიონ 477 ათას 245 დოლარი შეადგინა.

აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ საფფეთ ქალიონჯუმ განაცხადა, რომ წლის პირველ 4 თვეში თაფლი თურქეთიდან 40 ქვეყანაში გავიდა.

მისი თქმით, თაფლის ექსპორტმა იანვარ-აპრილის თვეებში 3 ათას 7 ტონას მიაღწია და ამ ექსპორტიდან 11 მილიონ 477 ათას 245 დოლარის შემოსავალი იქნა მიღებული.

ქალიონჯუმ აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი თაფლი ექსპორტზე ამერიკის შეერთებული შტატებში, გერმანიასა და ესპანეთში გაიგზავნა.

„ჩვენი თაფლის ექსპორტში პირველ ადგილზე აშშ იყო 3 მილიონ 963 ათას 636 დოლარით. აშშ-ს მოჰყვება გერმანია 3 მილიონ 126 ათას 576 დოლარით და ესპანეთი 608 ათას 580 დოლარით. გასული წლის ანალოგიური პერიოდისგან განსხვავებით თაფლი ექსპორტზე ასევე გაიგზავნა სლოვენიაში, ფილიპინებში, ჩეხეთში, საფრანგეთში, ალბანეთში, ნეპალში, შვეიცარიასა და მაროკოში“.  - განაცხადა ქალიონჯუმ.



მსგავსი ინფორმაციები