ანტალიამ მიმდინარე წელი რეკორდით დაიწყო

ანტალიამ მიმდინარე წელი რეკორდით დაიწყო

2124634
ანტალიამ მიმდინარე წელი რეკორდით დაიწყო
antalya turist turizm.jpg

თურქეთის ერთ-ერთი ტურისტული ქალაქი ანტალია, რომელმაც გასულ წელს მიაღწია ტურიზმის ისტორიაში ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს, აგრძელებს რეკორდების მოხსნას.

ქალაქმა მიმდინარე წლის მარტში პირველად 500 ათასზე მეტ ტურისტს უმასპინძლა, 1 მილიონის ზღვარი კი 3 თვის განმავლობაში პირველად გადალახა.

მიმდინარე წლის, მარტში ანტალიაში 505 ათას 421 ტურისტი ჩავიდა, რაც 45 პროცენტით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, ანტალიაში 1 მილიონ 5 ათას 207 უცხოელი ტურისტი ჩამოვიდა, ეს კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25,6 პროცენტით მეტია.

ამ ხნის განმავლობაში ქალაქში ყველაზე მეტი ტურისტი გერმანიიდან, რუსეთიდან და ინგლისიდან ჩამოვიდნენ.



მსგავსი ინფორმაციები