თურქეთსა და კატარს შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის ერთობლივი კომისიის პროტოკოლს მოეწერა ხელი

თურქეთსა და კატარს შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის ერთობლივი კომისიის პროტოკოლს მოეწერა ხელი

2099984
თურქეთსა და კატარს შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის ერთობლივი კომისიის პროტოკოლს მოეწერა ხელი

თურქეთსა და კატარს შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის ერთობლივი კომისიის (JETCO) პროტოკოლს მოეწერა ხელი.

გუშინ სტამბოლში გაიმართა თურქეთ-კატარის პირველი პერიოდის JETCO-ს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლატი, კატარის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი შეიხი მუჰამედ ბინ ჰამედ ბინ ქასიმ ალ თანი და ორი ქვეყნის ოფიციალური პირები.

ბოლატმა განაცხადა, რომ ხელმოწერილი პროტოკოლი არის სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებით კონსტრუქციული დისკუსიებისა და შეთანხმებების ასახვა  და დაამატა: „მოხარული ვართ, რომ კატარი აფასებს საინვესტიციო შესაძლებლობებს ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ გვინდა ვიხილოთ მეტი კატარული ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში“.

თავის გამოსვლაში მინისტრმა ბოლატმა განაცხადა, რომ კატარი არის თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ყურის რეგიონში და რომ მთავრობებისა და პოლიტიკური ლიდერების ძალისხმევით ახალი იმპულსი შეიძინა ორმხრივმა ურთიერთობებმა და რომ ორი ქვეყანა აგრძელებს ურთიერთობას როგორც სტრატეგიული პარტნიორი.

თურქი მინისტრის თქმით, მათ მიაჩნიათ, რომ თურქეთ-კატარის პირველი ვადის JETCO-ს შეხვედრით ორმხრივ პოლიტიკურ ურთიერთობებში მიღწეული პოზიტიური იმპულსი ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზეც აისახება.


საკვანძო სიტყვები: #კატარი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები