თურქეთიდან 59 ქვეყანაში 11 თვეში 41 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების თაფლი გავიდა

თურქეთიდან 59 ქვეყანაში 11 თვეში 41 მილიონ 503 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გავიდა

1916104
თურქეთიდან 59 ქვეყანაში 11 თვეში 41 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების თაფლი გავიდა

თურქეთიდან 59 ქვეყანაში 11 თვეში 41 მილიონ 503 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გავიდა.

აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ექსპორტიორთა ასოციაციის (DKİB) თავმჯდომარემ საფეთ ქალიონჯუმ განაცხადა, რომ იანვარ-ნოემბერში ქვეყნიდან 15 564 ტონა თაფლი იქნა ექსპორტირებული.

ქალიონჯუმ აღნიშნა, რომ ამ ექსპორტიდან 41 მილიონ 503 ათასი დოლარის ოდენობის შემოსავალი იქნა მიღებული და რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი ოდენობით 92 პროცენტით და შემოსავლით 60 პროცენტით გაიზარდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, როდესაც 25 მილიონ 868 ათას 225 დოლარი შემოსავლი იქნა მიღებული 8 ათას 120 ტონა თაფლის ექსპორტირებით.

ქალიონჯუს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები, ესპანეთი და გერმანია არის 3 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი თაფლი იყიდება და 15 მილიონ 990 ათასი დოლარის თაფლი აშშ-ში, 6 მილიონ 672 ათასი დოლარის ესპანეთში და 5 მილიონ 58 ათასი დოლარის თაფლი გერმანიაში იქნა ექსპორტირებული.

მანვე აღნიშნა, რომ თაფლის ექსპორტში ქვეყნების მრავალფეროვნება გაიზარდა და ამ პერიოდში აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონიდან 1 მილიონ 585 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი იქნა ექსპორტირებული, ხოლო რეგიონის ექსპორტში ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია.



მსგავსი ინფორმაციები