საუდის არაბეთი თურქეთთან პირდაპირი ინვესტიციებისთვის ემზადება

შეთანხმების დეტალები კი არ გახმაურებულა

1904220
საუდის არაბეთი თურქეთთან პირდაპირი ინვესტიციებისთვის ემზადება

საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ თურქეთთან პირდაპირი ინვესტიციების წახალისების მიზნით მთავრობაში მოლაპარაკებები გაიმართა. საუდის არაბეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SPA-ში გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მინისტრთა საბჭოს სხდომის დღის წესრიგში, თურქეთთან პირდაპირი ინვესტიციების ხელშეწყობის საკითხი იქნა განხილული. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თურქულ მხარესთან განიხილეს ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი საუდის არაბეთის მთავრობასა და თურქეთის მთავრობას შორის პირდაპირი ინვესტიციების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლობისთვის.

შეთანხმების დეტალები კი არ გახმაურებულა.



მსგავსი ინფორმაციები