კაპადოკია უცხოელ ტურისტებს იზიდავს

11 თვეში მას 3,6 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია

1323540
კაპადოკია უცხოელ ტურისტებს იზიდავს

 

თურქეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრებიდან კაპადოკიას, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში,  ყველა წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტი ტურისტი ეწვია. კაპადოკია თავისი ბუნებრივი სილამაზეებითა და ისტორიულ-კულტურული სიმდიდრეებით აგრძელებს ტურისტების მოზიდვას მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით კი ქრისტიანების, რომლებიც აქ პილიგრამობის მიზნითაც ჩამოდიან. ასე რომ, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში რეგიონის ისტორიული და ტურისტული ცენტრები მოინახულა მთლიანობაში 3 მილიონ 663 ათასმა უცხოელმა ტურისტმა და ამათგან 560 ათასმა საჰაერო ბურთით, დირიჟაბლებითაც იმოგზაურა. კაპადოკია, გაეროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის (იუნესკოს) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შედის და რეგიონში ჩამოსულ უცხოელ ტურისტთა რაოდენობა, ისტორიაში პირველად გადააჭარბა 3 მილიონ კაცს



მსგავსი ინფორმაციები