თურქეთის ახალი მიზანი სამეულში მოხვედრაა

თურქეთის ახალი მიზანი სამეულში მოხვედრაა

2145159
თურქეთის ახალი მიზანი სამეულში მოხვედრაა

კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ თურქეთი მე-4 ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტ ტურისტს იზიდავს და თქვა, რომ ახალი სამიზნე სამეულში მოხვედრაა.

მინისტრმა ერსოიმ ამის შესახებ, შანლიურფაში კულტურის გზის ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ერსოიმ აღნიშნა, რომ შანლიურფა წარმოუდგენელი ქალაქია თავისი ისტორიითა და გასტრონომიით და, რომ რეგიონს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი.

მინისტრმა ერსოიმ განაცხადა, რომ ისინი მიზნად ისახავენ ტურიზმის სეზონის 12 თვემდე გახანგრძლივებას და ეს არ იქნება მხოლოდ მზეზე, ქვიშასა და ზღვაზე დამოკიდებული, არამედ, მათი მიზანია ტურისტული რეგიონების კულტურული და არქეოლოგიური ფასეულობების გამოკვეთა.

„თურქეთი ყველაზე მეტი ტურისტის მიმზიდველი ქვეყანაა. ბოლოს, ჩვენ გავუსწარით იტალიას და მე-4 ადგილზე გავედით. ჩვენ ახლა მიზნად ვისახავთ შევიდეთ სამეულში, 2028 წელს დაახლოებით 80 მილიონი ვიზიტორის მოზიდვით“, განაცხადა მეჰმედ ნური ერსოიმ.



მსგავსი ინფორმაციები