რკინიგზის “აბრეშუმის გზა“ მზად არის
ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი სატვირთო მატარებელი პირველ რეისს აკეთებს
1286509

თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო რკინიგზის დეპარტამენტის პრეს სამსახურის განცხადებით, ჩინეთიდან გამოსული სატვირთო მატარებელი China Railway Express-ი, რომელიც პირველ საცდელ რეისს გააკეთებს ბოსფორის სრუტის ქვეშ გამავალ Marmaray-ის გვირაბით და აქედან პირდაპირ ევროპაში გადავა, თურქეთში 5 ნოემბერს შემოვა. “ეს იქნება ისტორიული რეისი და საცდელი მატარებელი შუა აზია-ყაზახეთის გავლის შემდეგ ჯერ კასპიის ზღვაზე ბორანით გადმოვა და შემდეგ აზერბაიჯან-საქართველოს გავლით, უფრო კონკრეტულად კი ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტით შემოვა თურქეთში. მოკლედ, ამიერიდან, პეკინიდან გამოსული სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ლონდონამდე და პირიქით, შეუჩერებლივ და შეუსვენებლივ ივლიან და დიდ ეკონომიკურ მოგებას მისცემენ მსოფლიო ეკონომიკას“, აღნიშნულია ამ განცხადებაში