ზეთისხილის წარმოებაც და ექსპორტიც იზრდება

ახალ სეზონში რეკორდულ მაჩვენებლებს ელიან

874796
ზეთისხილის წარმოებაც და ექსპორტიც იზრდება

ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის მწარმოებლები ექსპორტში რეკორდს ელოდებიან.

ანატოლიის ზოგიერთ რეგიონებში ზეთისხილის ახალმა ბაღებმა გაზარდა როგორც ზეთისხილის, ასევე მისგან დამზადებული ზეთის წარმოება.

სწორედ ამის გამო ამ სეზონში, 280 ათასი ტონა ზეითუნის ზეთის და 450 ათასი ტონა ზეთისხილის მოსავალს ელოდებიან.

აქედან წელს 100 ათას ტონა ზეითუნის ზეთს და 80 ათას ტონა ზეთისხილს ექსპორტში გაიტანენ რა, მათგან საერთო ჯამში 500 მილიონი დოლარის მოგებას მიიღებენ.

მიმდინარე სეზონის პირველ თვეში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 152-%-იანი მომატება დაფიქსირდა ექსპორტში, თანაც გასულ წელს თუ 1 კგ-ის ფასი 3,6 დოლარი იყო, წელს უკვე 4 დოლარია.



მსგავსი ინფორმაციები