უცხოური პრესა 26.08.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1697595
უცხოური პრესა 26.08.2021

ფრანგული გაზეთი ლე მონდი: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, არ მიიღო ფრანგი მეხანძრეების მხრიდან კოვიდ-19 ვაქცინის გაუქმების თაობაზე მოთხოვნა

ლე ფიგარო: საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული საანკეტო გამოკითხვის თანახმად, მარინ ლე პენი და ემანუელ მაკრონი ლიდერობენ

ლე პარიზიენი: ფეხბურთი: პარიზის სენ-ჟერმენის კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდო არაუჯომ კილიან მბაპეს უარი უთხრა რეალში გადასვლაზე

კატარული ტელეარხი ალ-ჯაზირა: კატარი აძლიერებს ავღანეთში დიპლომატიურ ძალისხმევას

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: მსოფლიო სასურსათო პროგრამის განცხადებით, მილიონობით ავღანელი შიმშილის ზღვარზეა და ამ მხრივ მდგომარეობა მეტად საგანგაშოა

იორდანიული ელ-დუსტური: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: "ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი იწყებს სტაბილიზაციას."

ესპანური ელ პაისი: ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა და ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანეთის ავტონომიური ქალაქ სეუტას მერმა ხუან ხოსე ვივასმა პირისპირ შეხვედრაზე გადაწყვიტეს, სეუტაში თავშეფარებული მაროკოელი ბავშვების უკან დაბრუნებისთვის აუცილებელი და სასწრაფო ზომები მიიღონ

ელ მუნდო: ესპანეთში ახალ სასწავლო წელს უზრუნველყოფილი იქნება როგორც მოსწავლეთა მაქსიმალური დასწრება გაკვეთილებზე, ასევე მერხებს შორის მანძილიც

ტელესური (ვენესუელა): ჰაიტიზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის დახმარების გასაწევად, კუბამ ახალი სამედიცინო ჯგუფი მიავლინა

გერმანული შპიგელი: გერმანიის პარლამენტმა დაამტკიცა ავღანეთის რეზოლუცია

ველტ.დე: გერმანელი მუსულმანები კმაყოფილნი არიან ქვეყნის დემოკრატიით

დოიე ველე: გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ ავღანეთში მოპოვებული მიღწევების შესანარჩუნებლად, თალიბანთან აუცილებლად დიალოგი უნდა გამართონ

რუსული საინფრომაციო სააგენტო ტასსი: რუსი მეცნიერების აზრით, კამჩატკის ნახევარკუნძულზე მდებარე ვულკანი შიველუჩი, გააქტიურებულია

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: რუსეთის ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური სააგენტოს (როსკოსმოსის) პრეზიდენტმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ 5 ოქტომბრისათვის დაგეგმილ სოიუზ MS-19– ის გაშვების ცერემონიალზე მიიწვევს ელონ მასკს, რიჩარდ ბრენსონს და ჯეფ ბეზოსს

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი:  ავღანეთში დარჩენილი რუსი მოქალაქეების ევაკუაციისათვის გაგზავნილი 4 რუსული თვითმფრინავი, პოდმოსკოვიეს აეროპორტში დაეშვა



მსგავსი ინფორმაციები