უცხოური პრესა 09.04.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვად

1617808
უცხოური პრესა 09.04.2021

გერმანული დოიჩე ველე: გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა განაცხადა, რომ ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მხრიდან დამტკიცების შემთხვევაში, გერმანია აპირებს შეხვდეს მოსკოვს “Sputnik V“ ვაქცინის შესაძენად

ზდფ.დე: ბრაზილიაში, კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტი აღმოაჩინეს

არდ.დე: გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, უკრაინის აღმოსავლეთში კრიზისის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ანკარამ უპასუხა ევროკომისიის პრეზიდენტის შესახებ დაწყებულ დებატებს. საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ: "ჩვენ შევასრულეთ ევროკავშირის მიერ დამტკიცებული პროტოკოლი."

კატარული ელ-რაია: კატარის ემირმა შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ და სუდანის სუვერენიტეტის საბჭოს პრეზიდენტმა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს

იორდანიული ელ-დუსტური: ვაშინგტონი დათანხმდა ერაყიდან "მებრძოლი ძალების" გაყვანას

ფრანგული ლე მონდი: ბრექსიტის შემდეგ, მოტყუებულად დარჩენის განცდის შედეგად, ცეცხლი წაუკიდეს ჩრდილოეთ ირლანდიაში ე.წ. "მშვიდობის კედლებს."

ლე ფიგარო: მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა  კოვიდ -19 ვაქცინის პირველი დოზა, AstraZeneca–ს შესახებ ეჭვები მაინც არსებობას განაგრძობს

ფრანსე 24: აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ცეცხლსასროლი იარაღით გამოწვეული ძალადობის წინააღმდეგ ახალი გეგმა გამოაცხადა

ესპანური ელ მუნდო: ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ასტრაზენეკას ვაქცინას გამოიყენებს 60-69 წლის ასაკის მოქალაქეებისთვის

ლა ჯორნადა (მექსიკა): საგრძნობლად გაიზარდა იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც აშშ-ში გადადიან. საიმიგრაციო ხელისუფლებამ მარტში 19,000-ზე მეტი ბავშვი დააკავა

ლა ტერკერა (ჩილე): ჩილეს ასტრონომებმა, იუპიტერზე 5–ჯერ უფრო დიდი "კანდიდატი პლანეტა" აღმოაჩინეს

რუსული გაზეთი ვედომოსტი: აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეუძლია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს "მკვლელი" უწოდოს, მაგრამ, ამასთან ერთად მას ასევე შეუძლია მასთან თანამშრომლობაც

ახალი ამბების სააგენტო რია ნოვოსტი: რუსმა პოლიტიკოსებმა კომენტარები გააკეთეს "უკრაინის მხარდაჭერისთვის" აშშ-ის მხრიდან შავი ზღვის სანაპიროზე გემების  შესაძლო გაგზავნასთან დაკავშირებით

გაზეთი "კომერსანტი": გაზეთ "იზვესტიას" თანახმად, მაისის არდადაგების დროს რუსეთში, ინდივიდუალური ანაბრების ანგარიშებზე კიბერ შეტევა მზადდება



მსგავსი ინფორმაციები