უცხოური პრესა 18.03.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1603556
უცხოური პრესა 18.03.2021

გერმანული პორტალი ზდფ.დე: ევროკავშირის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა განაცხადა, რომ ევროპული ციფრული ვაქცინის მოწმობა მზად იქნება 1 ივნისს

ველტ.დე: გერმანიაში, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ერთდროულად  ორი სპეცოპერაცია ჩატარდა

დოიჩე ველეშ: გერმანიაში უკიდურესი მემარჯვენეები ინტერნეტში აქვეყნებენ იმ პირების სიებს,  რომლებიც რასიზმს ებრძვიან და მათ სამიზნედ აქცევენ

ესპანური ელ-მუნდო: ესპანეთის ქალაქ მარბელაში იძიებენ იმ ქალი- მასწავლებლის სიკვდილის მთავარ მიზეზს, რომელიც AstraZeneca-ს ვაქცინის მიღების შემდეგ,  ცერებრალური სისხლჩაქცევებით გარდაიცვალა

ლა ტერკერა (ჩილე): ჩილეში ჩატარებული ჩინური ვაქცინის, სინოვაკის კლინიკური კვლევების შედეგების თანახმად, ვაქცინირებულთა 90 პროცენტი ანტისხეულებს აწარმოებს მხოლოდ მეორე დოზის შემდეგ

მექსიკური ლა ჯორნადა: მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს ლოპეს ობრადორმა, სენატში გააგზავნა სასამართლო რეფორმის პაკეტი

ფრანგული ლე მონდი: ამ კვირის ბოლოს ძალაში შევა დამატებითი ზომები საფრანგეთის იმ რეგიონებში, რომლებიც კოვიდ-19-ით ყველაზე მეტად დაზარალდნენ

ლე ფიგარო: 2020 წლის ჯანმრთელობის კრიზისმა, სახელმწიფო 160 მილიარდი ევროთი დააზარალა

კატარული ალ ჯაზირა: ეგვიპტის მთავრობამ გააფრთხილა საზოგადოება ქვეყანაში კოვიდ-19-ის მესამე ტალღის შესახებ

იორდანიული ელ-დუსტური: Reuters-ის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს პალესტინელებთან ურთიერთობების აღდგენის გეგმაზე

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: აშშ-ის მხრიდან თავის მიერ წარმოებული  საჰაერო თავდაცვის სისტემის, პატრიოტთან და რუსული წარმოების S-400 სისტემასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შემდეგ, მაროკო აპირებს ჩინეთისგან შეისყიდოს საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემა

რუსული როსიისკაია გაზეტა: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პუტინისადმი მუქარიანი მესიჯის შემდეგ, მოსკოვში კონსულტაციებზე დაიბარეს რუსეთის ელჩი ვაშინგტონში

საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: აშშ-ის ადმინისტრაციამ, ახალი სანქციები დაუწესა რუსეთს

გაზეთი „იზვესტია“: შესაძლოა რუსეთში მობილურ ოპერატორებს, თავიანთი მომხმარებლების მონაცემების როსკომნადზორისათვის (მომხმარებელთა კონტროლის ეროვნული სააგენტო) გაზიარება მოსთხოვონ



მსგავსი ინფორმაციები