უცხოური პრესა 18.12.2020

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

1547776
უცხოური პრესა 18.12.2020

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

„დოიჩე ველლე“: გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელებს ოზლემ თურეჯის და უღურ შაჰინს მიულოცა.

„ცდფ.დე“: გერმანია გეგმავს ვაქცინაცია Kovid-19– ის წინააღმდეგ 27 დეკემბერს დაიწყოს.

„არდ.დე“: საბერძნეთი საფრანგეთიდან 2.3 მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო თვითმფრინავს Rafale-ს იყიდის.

„ფრანსე 24“: 5 ევროპელი ლიდერი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ იძულებული გახდა კარანტინში გადასულიყო, რადგანაც ამ უკანასკნელს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

„ფრანსე 24“: რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა: ”რუსეთს (ოპოზიციონერი პოლიტიკოსი) ალექსეი ნავალნის მოწამვლა რომ ნდომოდა, ის მოკვდებოდა”.

„ალ-ქუდს ალ-არაბი“: რუსი ჰაკერები თავს დაესხნენ ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული იარაღის სააგენტოს.

„ალ ჯაზირა“: თურქეთის თავდაცვის ინდუსტრია ... მაშინ, როცა ანკარა დამოკიდებული იყო იმპორტზე, ის გადაიქცა მზარდ საერთაშორისო ძალად.

„ალ ჯაზირა“: აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო: ”თურქეთის წინააღმდეგ სანქციების მიზანი არ არის ანკარის სამხედრო შესაძლებლობების შერყევა, მისი მიზანი რუსეთის გავლენისთვის ხელის შეშლაა”.

გაზეთი "ვედომოსტი": რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ოჯახები, რომელთაც 7 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, მიიღებენ 5000 რუბლის დახმარებას ახალ წლამდე.

„ლენტა.რუ“: ევროკავშირმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ბრიუსელში სამმხრივი შეხვედრის გამართვა ვერ მოახერხა.

სააგენტო „ტასი“: სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) გამოაცხადა, რომ რუსი სპორტსმენები ორი წლის განმავლობაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო შეჯიბრებებში საკუთარი დროშით და ჰიმნით.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): ესპანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი ევთანაზიის შესახებ.

„ელ მუნდო“ (ესპანეთი): ესპანეთში უზენაესმა სასამართლომ მოითხოვა გამოკვლეული იქნას როგორ იმართება კორონავირუსის ვაქცინის პროცესი.

„ელ ნასიონალი“ (ვენესუელა): კორონავირუსი: ბრაზილიაში დღიურად გარდაცვალების 1000 შემთხვევის ზღვარი ისევ გადაილახა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები