უცხოური პრესა 10.12.2020

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1542868
უცხოური პრესა 10.12.2020

გერმანული დოიჩე ველე: გაერო: გლობალური დათბობა 3 გრადუსზე მეტი დათბობისკენ მიდის

თაგესშპიგელი: Biontech-ის და Pfizer-ის ვაქცინის დოკუმენტებზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა

შპიგელ ონლაინი: გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, ახალი წლის დასაწყისიდან მკაცრი შეზღუდვების დაწესება მოითხოვა

იორდანიული ელ დუსტორი: ერაყის პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ალ-კაზიმი, ყოვლისმომცველი ეროვნული დიალოგის ინიციატივით გამოდის

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ლიბანის პრემიერ -მინისტრი საად ელ-ჰარირი აცხადებს მინისტრთა კაბინეტის ახალ 18 წევრს

ესპანური ლა ვანგარდია: ესპანეთის ყოფილმა მეფემ ხუან კარლოსმა, სისხლის სამართლის საქმის წარმოების თავიდან ასაცილებლად ფინანსებს 678 000 ევრო გადაუხადა

არგენტინული ინფობაე: ამერიკელთა მესამედი ცხოვრობს იმ ადგილებში, რომლებშიც რეანიმაციული განყოფილებები მეტად გადატვირთულია

ტელესური (ვენესუელა): მექსიკამ დაამტკიცა კანონ-პროექტი, რომლითაც კომპანიებში დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების ინტერნეტისა და ელექტროენერგიის ხარჯები დაიფარება

რუსული საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: ბელორუსია, კორონავირუსის გამო 10 დღის შემდეგ აკრძალავს ქვეყნიდან გასვლას

ახალი ამბების სააგენტო რია ნოვოსტი: რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაამტკიცა კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეუხლებლობას ყოფილი სახელმწიფო მეთაურებისათვის

საინფორმაციო სააგენტო ტასსი: რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდმა, თურქეთის მხრიდან რუსული ვაქცინის, Sputnik-V შეძენაზე უარის თქმას, დეზინფორმაცია უწოდა

ფრანგული ფიგარო: პარიზის ხელშეკრულებიდან ხუთი წლის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, კლიმატის თაობაზე თავის ჩინელ კოლეგა სი ძიანპინს შეხვდა

ლე პარიზიენი: PSG-Başakşehir-ის მატჩის შემდეგ, პსჟ-ის მწვრთნელმა ტუხელმა თქვა: ”ვებოს მიმართ რასისტული რიტორიკის წინააღმდეგ ჩვენც უნდა გამოგვეხატა სოლიდარობა.”



მსგავსი ინფორმაციები