უცხოური მედია 27.11.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1535353
უცხოური მედია 27.11.2020

 „ალ-რაი ალ-კატარია“ (კატარი): თურქეთი და კატარი 10 ხელშეკრულების ხელმოწერით  სტრატეგიულ ურთიერთობებს აძლიერებენ.

„ვათანი“ (ომანი): G20-ის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ  კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინის სამართლიან განაწილებას დააფინანსებენ.

„ალ მუსთაქბალ“ (ლიბანი):  იორდანიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, საუდის არაბეთისა და ეგვიპტის ოთხმხრივ შეხვედრაზე სირიის კრიზისი განიხილება.

„თაგესშაუ.დე“: გერმანიაში კორონავირუსის ღონისძიებები  დეკემბრისთვის: სკოლები დარჩება ღია, ხუთამდე ადამიანი შეძლებს  შეკრებას და გაფართოვდება ნიღბების ტარების მოთხოვნა. გამონაკლისები დაშვებული იქნება  შობისა და ახალი წლის ღამეს.

„სუდოიჩე ცაიტუნგი“: კორონავირუსი გერმანიაში: კანცლერ ანგელა მერკელს სურს დაიხუროს ევროპის ყველა სათხილამურო კურორტი.

„ბილდ.დე“:  მარადონას მემკვიდრეობის საიდუმლო: რა დაემართება ფეხბურთელის მემკვიდრეობას?

„ინფობეა“ (არგენტინა): ბოლო გამომშვიდობება დიეგო მარადონას: მისი ოჯახის წევრები და მეგობრები მას სპეციალური ცერემონიით დაემშვიდობნენ.

„ლა ვანგარდია“ (ესპანეთი): ესპანეთის საავადმყოფოები, შობის მოახლოების გამო კორონავირუსის გავრცელებისთვის  შეშფოთებულნი არიან.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): ოქსფორდის ბოლოდროინდელმა მონაცემებმა კოვიდ-19 ვაქცინის შესახებ ეჭვი გააჩინა მის ეფექტურობასთან დაკავშირებით.

„ლე მონდე“: საფრანგეთში, პოლიციის ძალადობის ესკალაციის ფონზე პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი მთავრობა ცდილობენ დააბალანსონ სიტუაცია.

„ლე ფიგარო“:  პოლიციის მხრიდან ძალადობის ახალი შემთხვევების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.  

„ფრანსე 24“: თუ საარჩევნო კოლეჯმა ხმა მისცა ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპი დატოვებს თეთრ სახლს.

„ლენტა.რუ“: კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი: „რუსეთში კორონავირუსის მასობრივი ვაქცინაცია შობამდე დაიწყება“.

„რია ნოვოსტი“: რუსი ჯარისკაცი სომხეთში გარდაცვლილი იპოვნეს. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

სააგენტო „ტასი“: ჟურნალ Forbes-მა, რუსეთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიების ჩამონათვალის სია შეადგინა. ჟურნალის თანახმად, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მენეჯერები, მრეწველობის და სატელეკომუნიკაციო კომპანიების მენეჯმენტი ყველაზე მეტს შოულობს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები