უცხოური პრესა 02.10.2020

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1501397
უცხოური პრესა 02.10.2020

გერმანული ფრანკფურტერ რუნდშაუ:  საბერძნეთ-თურქეთს შორის შერიგების მიხნით, საგანგებო საკომუნიკაციო ხაზები დამყარდება

დოიჩე ველე: ბრექსიტის უთანხმოება, ევროკავშირი იწყებს სამართლებრივ ზომებს დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ

ფრანკბურთერ ალგემეინე ცაიტუნგი: აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი,მთიან ყარაბაღში განხორციელებულ ძალადობას გმობენ

ფრანგული ფიგარო: გაერო: 170-ზე მეტმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ გააუმჯობესებს ქალთა უფლებებს

ლე მონდე: საფრანგეთის მთავრობამ დაადგინა, რომ მდგომარეობა გაუარესებულია პარიზსა და 5 დიდ ქალაქში და განიხილავს ახალი შეზღუდვების შემოღებას

ბელგიური ლე სუარი: დიახ, ბელგიას "ნდობის გეგმა" სჭირდება

(შენიშვნა: ბელგიაში ხალხი არ ენდობა პოლიტიკოსებს. შეიქმნა ახალი მთავრობა და პირველ რიგში საჭიროა ხალხის ნდობის მოპოვება)

ესპანური ელ მუნდო: მთავრობამ, ოფიციალურ გაზეთში გამოაქვეყნა დედაქალაქ მადრიდში შეზღუდვების დადგენილება

არგენტინული ინფობაე: ამერიკის მოდერნის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ იქნება მზად აშშ-ს არჩევნებამდე

ტელესური (ვენესუელა): მსოფლიოში ყველაზე სწრაფი PCR ტესტირების აპარატი,   ჩინეთში დამზადდა

ყატარული ელ-ჯეზირე: კორონავირუსმა თეთრ სახლში შეაღწია... ვირუსით დაინფიცირდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: აშშ-ი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ისრაელი შეთანხმდნენ, რომ შეიმუშავებენ ერთობლივ ენერგეტიკულ სტრატეგიას

იორდანიული ელ-დუსტორი: სხვადასხვა შემადგენლობის მქონე ორ რუსულ ვაქცინას შეუძლია ძლიერი იმუნიტეტი უზრუნველყოს კორონავირუსისგან

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში სტრატეგიული მწვერვალები დაიკავა.

საინფორმაციო სააგენტო ტასსი: რუსეთი შექმნის კოსმოსური თვალთვალის მოწინავე სისტემა

საინფორმაციო პორტალი გაზეტე.რუ: კოვიდ-19 შემთხვევების დღიური რაოდენობა რუსეთში, 9 ათასს მიუახლოვდა



მსგავსი ინფორმაციები