უცხოური პრესა 01.10.2020

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1500773
უცხოური პრესა 01.10.2020

ფრანგული ლე პარიზიენი: კორონავირუსის ეპიდემიის მდგომარეობის განხილვის მიზნით, საფრანგეთის პრემიერ მინისტრი ჟან კასტექსი დღეს მიიღებს პარიზის, ლიონის, ლილესა და გრენობლის მერებს

ლე მონდი: როგორ აფასებენ მეცნიერები ჯანმრთელობის სტრატეგიას, რომელსაც საფრანგეთი მისდევს კოვიდ -19-ის წინააღმდეგ?

ლე ფიგარო: სასამართლომ დაამტკიცა კოვიდ-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ქალაქ მარსილიასა და აიქსში ბარებისა და რესტორნების დახურვის გადაწყვეტილება

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: გაეროს პალესტინის ლტოლვილთა დახმარების და სამუშაოების სააგენტოს (UNRWA) განცხადებით, კოვიდ-19-თან ეფექტურად საბრძოლველად, პალესტინისათვის ფინანსური დახმარების აღმოჩენა აუცილებელია

იორდანიული ელ-დუსტორი: კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინის შესაქმნელად, არაბთა კავშირისა და ჩინეთის შეხვედრა გაიმართა

ყატარული ელ-რაია: კატარის მოსახლეობა, ემირის, შეიხ საბაჰ ალ აჰმედის დაუსწრებლად აღავლენს ლოცვას

ესპანური ელ პაისი: სასამართლო ორგანოების გაძლიერების მიზნით, ესპანეთის პრემიერ მინისტრი პედრო სანჩესი მიიჩნევს, რომ საჭიროა შეიცვალოს ზოგიერთი კანონი

ელ პაისი: ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილამ განაცხადა, რომ მადრიდის მოსახლეობის 70% კარანტინში მოხვდება

ტელესური (ვენესუელა): კოლუმბიაში, 2020 წელს მკვლელობებს 260 ადამიანი ემსხვერპლა, რაც გასულ წელს მოკლულთა რაოდენობაზე ორჯერ მეტია

გერმანული დოიჩე ველე: ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი მიმდინარეობს, რომელზედაც თურქეთისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხებს განიხილავენ

ზეიტ ონლაინე: გერმანიის სუპერთასი მიუნხენის ბაიერნს ერგო

ერონიუსი: პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა ევროკავშირის ლიდერებს წერილი გაუგზავნა

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ ემანუელ მაკრონმა, სატელეფონო საუბარში  მთიან ყარაბაღსა და ბელორუსიაში შექმნილი ვითარებ განიხილეს

კომერსანტი: რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ, გერმანულ ჟურნალ Der Spiegel-თან ინტერვიუში თქვა, რომ სავარაუდოდ, მისი მოწამვლის უკან, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დგას

იზვესტია: ახალგაზრდა და საშუალო ასაკის რუსების 46% არ აპირებს შვილების გაჩენას. მიზეზებში შედის ფინანსური და ჯანმრთელობის პრობლემები და ასევე კარიერული შესაძლებლობების დაკარგვის შიში



მსგავსი ინფორმაციები