უცხოური პრესა 18.06.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1438378
უცხოური პრესა 18.06.2020

არაბული ტელეარხი ელ-ჯეზირე: იორდანია, პროტესტს უწევს ისრაელის ქმედებებს ელ-აქსას მეჩეთის დასავლეთ კედელზე

ყატარული ალ რაია: ყატარის ხელისუფლება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საბჭომ და მასთან დაკავშირებულმა მექანიზმებმა, უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა ამ ქვეყნის მიმართ  რასისტული დისკრიმინაციული უფლებების დარღვევები შეჩერდეს, ბოლო მოეღოს მისდამი დაწესებულ ეკონომიკურ ბლოკადებს და სანქციებს, გამოავლინონ დამნაშავეები, ხოლო დაზარალებულებს კონფისკაცია აუნაზღაურონ

ინგლისურენოვანი არაბული გაზეთი ალქუდს ალ არაბი:  გერმანია და ბელგია, ამ კვირაში გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგენენ რეზოლუციის პროექტს, რომელიც სირიელებისადმი გათვალისწინებული ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, საზღვრის გადაკვეთის მანდატს, კიდევ ერთი წლის ვადით გააგრძელებს

გერმანული ტაგესშაუ.დე: სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჩატარებული ვიდეო კონფერენციების შემდეგ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და სახელმწიფო მინისტრები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ

ველტ.დე: ფედერალური მთავრობა და პროვინციების მთავრობები შეთანხმდნენ, რომ  არდადეგების შემდეგ სკოლები ხელახლა გახსნან და ნიღაბის ტარება  და მინიმალური დისტანციის წესი სავალდებულო გახადონ

დპა: გერმანიის ფედერაციულმა მთავრობამ და პროვინციების მთავრობებმა გადაწყვიტეს, ჯანმრთელობის დაცვის მუშაკებისთვის, მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში დამცავი აღჭურვილობისთვის მუდმივი "ეროვნული რეზერვები" შექმნან

ესპანური ელ პაისი: კოვიდ 19 – ის შეზღუდვების გამო, ესპანეთის ეკონომიკა 34% –ით შემცირდა

ელ მუნდო: ესპანეთის სურსათისა და მრეწველობის სექტორების წარმომადგენლებმა პრეზიდენტ პედრო სანჩესს სთხოვენ, ტურიზმისადმი დამოკიდებულება შეამცირონ და მის მაგივრად მეტი ინვესტიციები ჩადონ მათ სექტორებში

ელ ნასიონალი (ვენესუელა): აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი ირწმუნება, რომ დონალდ ტრამპმა ერთხელ საუბარში თქვა, რომ შესანიშნავი იქნება ვენესუელას ოკუპაცია და მისი აშშ-ის შტატად გადაქცევა

ფრანგული ფიგარო: დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ ტრამპმა მომავალ არჩევნებში გამარჯვებისათვის დახმარება სთხოვა ჩინეთს

ლიბერასიონი:  საფრანგეთის ავიახაზები, სულ მცირე 8 ათას თანამშრომელს სამსახურიდან გაანთავისუფლებს

ლე მონდი: Human Rights Watch-ი, საფრანგეთის პოლიციას ადანაშაულებს ”ბავშვების რასიზმისა და რასიზმის კონტროლის დაქვემდებარებაში”

რუსული როსიისკაია გაზეტა: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი  სერბეთში გაემგზავრება და ეს იქნება მინისტრის პირველი უცხოური ვიზიტი პანდემიის პროცესში

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასი: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ნატოს გადაწყვეტილებას უკრაინისათვის ახალი სტატუსის მინიჭების შესახებ, პოლიტიკური მიზეზები გააჩნია

რუსული საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ მურაშკოს აზრით, პანდემია ეს შეიძლება გაგრძელდეს თებერვლამდე



მსგავსი ინფორმაციები