უცხოური პრესა 02.06.2020

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

1427925
უცხოური პრესა 02.06.2020

 

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

ზიუდდოიჩე ცაიტუნგი: გერმანიაში წარმოების სექტორი მაისში კოვიდ-19-ის გამო ისევ შემცირდა

ცდფ.დე: (გერმანიის ავიაკომპანია) Lufthansa- ის ინსპექციის საბჭომ მიიღო ევროკომისიის პირობები და დაამტკიცა 9 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი

ფრანქფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი: გაერო: ევროკავშირის ქვეყნები არღვევენ საერთაშორისო სამართალს ხმელთაშუა ზღვაში

ალ რაია (ყატარი): სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაცია: 2020 წლის მაისში სირიის ომის დაწყებიდან დღემდე (2011) ერთ თვეში ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ალ ჯაზირა (ყატარი): კიდევ 8 ექიმი გარდაიცვალა ეგვიპტეში კორონავირუსის გამო,... და ეგვიპტის მთავრობამ კომენდატის საათები შეამცირა

ალ ჯაზირა (ყატარი): პალესტინის ტერიტორიების ანექსიის დასაჩქარებლად ... ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა ბრძანება გასცა დაჩქარდეს მზადება და ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამ თემაზე სატელეფონო ზარი განახორციელა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველ ჯარედ კუშნერთან.

ლე ტემპსი (შვეიცარია): ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ხელში ბიბლიით, დემონსტრანტებს ძალის გამოყენებით დაემუქრა.

ფრანსე 24: აშშ: ჯორჯ ფლოიდის ცხედრის ოფიციალური ექსპერტიზის თანახმად, იგი "მოკლულია".

ელ პაისი: (ესპანეთი) პაციენტების თითქმის 60%, კოვიდ -19-ის შიშის გამო უარს ამბობს ოპერაციაზე.

ელ მუნდო: (ესპანეთი)ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ჰიგიენისა და სამედიცინო მასალებისათვის  ზოგიერთი სკოლა ახალი მოსაკრებელის დასაწესებლად ემზადება.

სააგენტო რია ნოვოსტი: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო უნიკალური ვაქცინის კლინიკური ტესტირებისთვის მოხალისეები შეარჩია: 50 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან ხუთი ქალია.

ლენტა.რუ: პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის რეფერენდუმის თარიღი გამოაცხადა: 1 ივლისი

ტასსი: უკრაინა რუსულ ენერგო წყაროებზე ემბარგოს საკითხის წამოყენებას გეგმავს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები