უცხოური მედია 01.06.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1427022
უცხოური მედია 01.06.2020

„დოიჩე ველე“:    ათენი, თურქეთიდან თავშესაფრის მაძიებლის შესაძლო ახალი შემოდინების საწინააღმდეგოდ,  მდინარე მარიცაზე,  ბერძნულ მხარეს,  208 კილომეტრიანი,  ბარიერის ასაგებად ემზადება.

„შპიგელ.დე“:   გერმანიის კანცლერმა   ანგელა მერკელმა, დონალდ ტრამპის G7 სამიტთან დაკავშირებით მიწვევას უარით უპასუხა.

„ზუდდოიჩე ცაიტუნგი“: აშშ-ს ქალაქ მინეაპოლისში  პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვლილი 46 წლის აფროამერიკელი  ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერი აქცია გაიმართა გერმანიაშიც.

„ელ პაისი“  (ესპანეთი):  ესპანეთი ერაყიდან და ავღანეთიდან  ჯარების გაყვანას იწყებს.

„ელ მუნდო“ (ესპანეთი):  ესპანეთის მთავრობა რეგიონებს შორის მოგზაურობის დაწყებას  21 ივნისს გეგმავს.

ეგვიპტური გაზეტი „იოუმ 7“: აფრიკის 6 ქვეყნიდან ტურიზმის აღორძინების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები.

„ალ-ქუთს“: კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით რაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიდან ქალაქებს შორის გადაადგილება ერთი კვირით აიკრძალა.

„ლე მონდე“ (საფრანგეთი): ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება: აშშ-ში ქალაქები იწვის, ტრამპი რადიკალ მემარცხენეებს ადანაშაულებს.

„ლე პარიზიან“: კვლევა: ფრანგები კორონავირუსის გამო უმუშავართ რიცხვის გაზრდის გამო შიშობენ.

„ლე ფიგარო“ (საფრანგეთი): ბელგიამ, მეზობელ ქვეყნებთან კონსულტაციის გარეშე გახსნა საზღვრები.

რუსული საინფორმაციო  გაზეთი „რბკ“: ექიმებმა და ექსპერტებმა პრემიერ-მინისტრის მოადგილეს გოლიკოვას (კოვიდ-19) მოუწოდეს, მიიღონ აუცილებელი ზომები ჯანდაცვის მუშაკთა დასაცავად, სანამ პანდემიის მეორე ტალღა დაიწყება.

„იზვესტია“: იამალ-ევროპის ბუნებრივი გაზსადენიდან გაზის გადინება კვლავ დაიწყო.

რუსული სააგენტო „ტასი“:   რუსი ხალხის ხელფასები პანდემიის დროს  40%-ით შემცირდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები