უცხოური პრესა 08.04.2020

დღევანდელი უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

1393609
უცხოური პრესა 08.04.2020

ინგლისში გამომავალი არაბულ ენოვანი გაზეთი ალშარქ ალავსათი: აშშ–ში გუშინ, თითქმის ორი ათასი ადამიანი დაიღუპა კორონავირუსისგან და ეს არის ჯერჯერობით მსოფლიოში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ერთ დღეში

კატარული გაზეთი ალ რაია ალ კატარია: აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატში, კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვის გაზრდის გამო, 20 სამაცივრე (კონტეინერი) სატვირთო ტრაილერი მზადყოფნაში მოიყვანეს, რომელთაც შეეძლებათ ერთდროულად 1680 ცხედრის გადატანა

ალქუდს ალ არაბი: რუსეთი, ივნისის თვეში, კლინიკური ვაქცინის ტესტის ჩატარებას გეგმავს

გერმანული დოიჩე ველე: რობერტ კოხის ინსტიტუტის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების შემცირების მიუხედავად, გერმანიაში სიკვდილიანობა გაიზრდება

ზდფ.დე: გასულ წელს გერმანიაში, მემარჯვენე რადიკალისტთა ძალადობა საგრძნობლად გაიზარდა

არდ.დე: საავადმყოფოში განთავსებული ინგლისის პრემიერის მოვალეობას, საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი შეასრულებს

ფრანგული ლე მონდე: კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ საფრანგეთში 10 ათასს გადააჭარბა და ხელისუფლება თვითიზოლაციის ზომების გამკაცრებას აპირებს

ბელგიური ლე სუარი: ტვიტტერის დამფუძნებელი, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების მიზნით, 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს

ესპანური ელ პაისი: ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა 90 პროცენტზე მეტი, ჯერ ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა

ელ მუნდო: ესპანეთის ბევრ შტატში, კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი, შეიძლება ოფიციალურისას ორჯერ აღემატებოდეს

ტელესური (ვენესუელა): ჩინეთმა, პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, სამედიცინო დახმარების თვითმფრინავები გააგზავნა მექსიკაში

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: კომპანია "აეროფლოტის" თვითმფრინავმა, რომელსაც აშშ-დან რუსეთის მოქალაქეები უნდა ჩამოეყვანა, ნიუ–იორკიდან მოსკოვში დაბრუნდა

რუსია თოდაი: პუტინმა, ექსპერტებთან ერთად განიხილა საკარანტინო პერიოდში დასვენების დღეების შემცირების შესაძლებლობა

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასი: Fitch-მა, 15 რუსული ბანკის რეიტინგი "ნეგატიურად" შეაფასა



მსგავსი ინფორმაციები