უცხოური პრესა 26.03.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1385339
უცხოური პრესა 26.03.2020

 

ალ ქუდს ალ არაბი: კორონავირუსის შიშმა მოიცვა ეგვიპტელი, სირიელი და ერაყელი პატიმრები. პალესტინელი პატიმრები კი მოითხოვენ, სანამ ციხეები საფლავებად გადაიქცევა, მანამდე გაათავისუფლონ ისინი

ინგლისში გამომავალი არაბულ ენოვანი გაზეთი ალშარქ ალავსათი: კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით, იტალიის შემდეგ ესპანეთმაც გადაასწრო ჩინეთს

კატარული გაზეთი ალ რაია ალ კატარია: ავღანეთის მთავრობა და თალიბანები ტყვეებს ერთდროულად 31 მარტს გაცვლიან

გერმანული ტ-ონლაინ.დე: კანცლერ მერკელის მეორე ტესტიც კორონავირუსზე ნეგატივი გამოვიდა

სვპ.დე: რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის განცხადებით, გერმანია ჯერ კიდევ ეპიდემიის დასაწყისშია

დპა: თურქეთის ხელისუფლებამ,  უცხოეთში მოსწავლე ათასობით სტუდენტის ევაკუაცია მოახდინა

ესპანური ელ პაისი: ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა, ოპოზიციის მკაცრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ვირუსის განგაშის გასახანგრძლივლებლად პარლამენტში დიდი მხარდაჭერა მიიღო

ელ მუნდო: ესპანეთის ავტონომიური ხელისუფლებები 52 მილიონ ცალ  ნიღაბს შეიძენენ, რადგან ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ გააკონტროლა კორონავირუსის კრიზისი

არგენტინული ინფობაე: არგენტინაში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 502 კაცს მიაღწია

ფრანგული ფიგარო: კორონავირუსის გამო საფრანგეთმა ერაყიდან ჯარი გამოიყვანა

ლე მონდე: კორონავირუსი საფრანგეთში:  ამ "მძიმე პერიოდში" ჯარიც იქნება გამოყენებული

ფრანსე 24: კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, “დიდ ოციანთა“ კლუბი, საგანგებო შეკრებას ჩაატარებს

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: რუსეთში 22 აპრილისათვის დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმი გადაიდო

საინფორმაციო პორტალი: რუსეთი, უცხოეთში ფრენებს 27 მარტიდან დაწყებული მთლიანად შეწყვეტს

საინფორმაციო სააგენტო ტასსი: რუსი სტუდენტები, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 28 მარტიდან 5 აპრილამდე სახლებში დარჩებიან და გარეთ არ გამოვლენ


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #მოკლე , #მედიის , #უცხოური

მსგავსი ინფორმაციები