უცხოური მედია 26.02.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1366642
უცხოური მედია 26.02.2020

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

„ალ შარქ ალ ავსათი“   ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი: აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ირანს მოუწოდა კორონავირუსთან დაკავშირებით ხალხს სიმართლე უთხრას ... ირანის პრეზიდენტმა კი მოსახლეობა,  „მტრის შეთქმულების“ შესახებ გააფრთხილა.

„ალ-რაი ალ-კატარია“ (კატარი): კატარის მიმართ დაწესებული ემბარგოს მე-1000 დღე.

„ვათანი“ (ომანი):  ეგვიპტის ექსპრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გარდაიცვალა... ქვეყანაში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა.

„დოიჩე ველე“: გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით მეჩეთებს, როგორც სამოქალაქო,  ასევე ფორმიანი სამართალდამცველები  დაიცავენ.

გერმანული  „დი ველტი“: ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პარტიის (CDU) თავჯდომარის კანდიდატურად არმინ ლაშეტისა და ნორბერტ როტგენის შემდეგ, საკუთარი თავი,  ფრიდრიხ მერცმაც დაასახელა.

გერმანული „ჰანდელსბლატ.კომ“:  გერმანიის მთავრობა, საბერძნეთის კუნძულებზე მიგრანტების გადასვლის აღსაკვეთად, თურქეთის სანაპიროს დაცვის სამსახურს,  32 მილიონ ევროს ოდენობის ფულად დახმარებას გაუწევს.

„ლე მონდე“ (საფრანგეთი): საფრანგეთში კიდევ ორი ახალი კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.

„ლე ფიგარო“ (საფრანგეთი):   ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, აშშ-ში ფერადკანიანებს, თეთრკანიან პოლიციელებზე მეტად შავკანიანი პოლიციელები კლავენ.

„ლე პარიზიან“ (საფრანგეთი):  გასული წლის 3 ოქტომბერს პარიზში პოლიციის სამმართველოზე განხორციელებულ თავდასხმას, ტერორის კვალიფიკაცია მიენიჭა.  

„ელ პაისი“: (ესპანეთი)   მადრიდში კორონავირუსის ორი, ხოლო ტენერიფეს კუნძულზე ოთხი  შემთხვევა დაფიქსირდა.

ესპანური სააგენტო „ეფე“:  ბრიუსელში, ახალი ტიპის კორონავირუსის (Kovid-19) გამო  საზღვრების ჩაკეტვაზე მსჯელობენ.

„ტელესური“ (ვენესუელა): რუსეთის და ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

რუსული სააგენტო „ტასი“: აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხთან მიმართებაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.

რუსული გაზეთი „იზვესტია“: „როსპოტრებნადზორმა“ (რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო) რუსეთის მოქალაქეები გააფრთხილა, კორონავირუსის (Kovid-19) გამო იტალიაში, სამხრეთ კორეაში და ირანში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

რუსული სააგენტო „რია-ნოვოსტი“: რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის  ალესანდრ ნოვაკის განცხადებით მომდევნო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოში ნავთოვის მიმართ მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები