უცხოური მედია 24.02.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1365164
უცხოური მედია 24.02.2020

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

 

კატარული გაზეთი ალ რაია ალ კატარია: კატარის ემირი ალ-თანი, იორდანიას ეწვია

ინგლისში გამომავალი არაბულ ენოვანი გაზეთი ალშარქ ალავსათი:  ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსისგან ყველაზე მეტი, 8 ადამიანი, ირანში დაიღუპა

ვათანი (ომანი): ომანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინი, არ შეეხება ეგვიპტიდან, ლიბანიდან და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებიდან ჩამოსულებს

ზდფ.დე: გერმანიის ჰამბურგის პროვინციის საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილი სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) დაიკავა

დოიჩე ველე: კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, ვენეციის კარნავალი გაუქმდა

არდ.დე:  აშშ-ის  ნევადის პრაიმერებში, დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატმა ბერნი სანდერსმა გაიმარჯვა

ფრანგული ლე ფიგარო: საფრანგეთი, “კორონავირუსის ეპიდემიის“ შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ ემზადება

ფრანსე 24: ჰაიტიში, პოლიციასა და ჯარისკაცებს შორის წარმოქმნილი შეტაკება მსხვერპლით დასრულდა

ლიბერასიონი: იტალიაში კორონავირუსის 132 შემთხვევა დაფიქსირდა, მრავალი ქალაქი კარანტინზე აიყვანეს

ესპანური ელ პაისი: ბრიუსელი შეშფოთებას გამოთქვამს კორონავირუსის გამო, ევროპის ზოგიერთი ქვეყნების მიერ შიდა საზღვრების დახურვის მიმართ.

ტელესური (ვენესუელა): ჩილეში მიღებული უსაფრთხოების ყველანაირი ზომების მიუხედავად, პრეზიდენტ სებასტიან პინერას მიმართ უკმაყოფილების გამოსახატავად, მომიტინგეები მოედნებზე გამოვიდნენ

რუსული საინფორმაციო პორტალი გაზეტა.რუ: კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში უარყოფითი სცენარის შედგენა საჭირო არ არის

ლენტა.რუ: დონალდ ტრამპს სურს რუსეთისა და უკრაინის შერიგება.

რუსული საინფორმაციო გვერდი რტ: აშშ-ის სამხედრო კრეისერი შავი ზღვაში, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით იმყოფება.



მსგავსი ინფორმაციები