უცხოური მედია 18.02.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1361413
უცხოური მედია 18.02.2020

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

„ალ შარქ ალ ავსათი“   ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი: სირიის რეჟიმის ძალები, ალეპოში წინსვლას განაგრძობენ... რუსეთიც რეჟიმისადმი მხარდაჭერას აგრძელებს.

„ალ-რაი ალ-კატარია“ (კატარი): კუვეიტის ემირის ამნისტია... 840 მსჯავრდებული გათავისუფლდა.

„ვათანი“ (ომანი): ევროპა,  ლიბიის შეიარაღების  გაკონტროლებას აპირებს.

„ელ მუნდო“ (ესპანეთი):  7 წლის გოგონას წამებით მკვლელობამ მექსიკა შეძრა.

 „ლა-ტერცერა“ (ჩილე): საარჩევნო რბოლა ბოლივიაში: ექსპრეზიდენტ ევო მორალესის კანდიდატი გამოკითხვებში ლიდერობს.

„კლარინი“ (არგენტინა): კორონავირუსი: არგენტინა უხანში ჩარჩენილ 14 მოქალაქის ევაკუაციას როგორ განახორციელებს?  

„ბილდ.დე“ (გერმანია): პუტინი, დაბომბვებით ლტოლვილთა ახალ კრიზისს იწვევს.

„დოიჩე ველე“: გერმანიაში მუსლიმური ორგანიზაციები მეჩეთების დაცვლის გაძლიერებას ითხოვენ.  გერმანიის მთავრობამ და მუსლიმურმა ორგანიზაციებმა რადიკალური მემარჯვენე ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან მუსლიმების მიმართ თავდასხმების გახშირება დაგმეს.

„თაგესშაუ.დე“: იდლიბის პროვინციაში  ‘დეესკალაციის ზონაში’ დაძაბულობა გრძელდება.

„ლე ფიგარო“ (საფრანგეთი):  საპენსიო რეფორმა: ‘დაფინანსების კონფერენცია’ მუშაობას დღეს იწყებს.

„ლე მონდე“ (საფრანგეთი): მაროკს, ინტელექტუალების ქვეყნიდან გადინება აწუხებს.

„ლე პარიზიან“ (საფრანგეთი): „ფრაქციონალიზმი“: მაკრონი ანტიდისკრიმინაციული  გეგმის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

რუსული საინფორმაციო პორტალი „ლენტა.რუ“:  გაზპრომის ხელმძღვანელთაგან  ალექსეი მილლერის გუნდი,  ორმა პირმა დატოვა.

რუსული სააგენტო „რია-ნოვოსტი“: რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება  იმის თაობაზე, რომ თითქოს და რუსეთ-ბელორუსიას შორის ურთიერთობა დაძაბულია,  მკაცრად გააკრიტიკა.

რუსული გამოცემა „მკ.რუ“: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ,  უკრაინელი მეთევზეების ყირიმში დაკავების გამო რუსეთს საპროტესტო ნოტა გაიგზავნა.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები