უცხოური მედია 12.02.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1357879
უცხოური მედია 12.02.2020

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

„ალ-რაი ალ-კატარია“ (კატარი): პრეზიდენტი ერდოღანი:  „ასადის რეჟიმს, თურქ სამხედროებზე თავდასხმა ძვირი დაუჯდება.“

„ალ შარქ ალ ავსათი“   ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი: პრეზიდენტი ერდოღანი დღეს სირიაში ‘გადასადგმელ ნაბიჯებს’ დაასახელებს. ვაშინგტონი და ნატო, ანკარას მხარდაჭერას უცხადებენ.

„ლე პარიზიან“ (საფრანგეთი): გარემოს დაცვა - პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეცდომის დაშვების შანსი აღარ დარჩა.

„ლე ფიგარო“ (საფრანგეთი):    საპენსიო რეფორმა: საპარლამენტო კომისიამ თავისი მუშაობის დასრულება ვერ შეძლო.

„ლე სოირი“ (ბელგია): ვიეტნამთან შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ევროპარლამენტს ორად ყოფს.

„დოიჩე ველე“:  ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) თავმჯდომარეობიდან გადადგომას, გერმანიის მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გერმანული  „დი ველტი“: გამოკითხულთა 50%-ი ფიქრობს, რომ 2030 წლისათვის მთავრობის სათავეში გერმანიის ნაციონალისტური პარტია (AfD) მოვა.

გერმანიის გაზეთი „ჰენდელსბლატი“: ხორვატია წლების შემდეგ ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. უამრავი ადამიანი, ვინც ვერ პოულობს სამუშაოს, ტოვებს ქვეყანას.

„ელ მუნდო“ (ესპანეთი): დონალდ  ტრამპი,  ესპანეთის მეფე,  ფილიპე VI-ს 21 აპრილს თეთრ სახლში უმასპინძლებს.

ესპანური „ელ პაისი“: პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად ხუან გუაიდო ვენესუელაში დაბრუნდა.

„ლა ვანგარდია“ (ესპანეთი) მობილური მსოფლიო კონგრესის საორგანიზაციო კომპანია პარასკევს გადაწყვეტს, გააუქმოს თუ არა კონგრესი.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები