უცხოური პრესა 30.01.2020

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

1350172
უცხოური პრესა 30.01.2020

 

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

„ალ შარქ ალ ავსათ“: აბასი აშშ-ს სამშვიდობო გეგმაზე უშიშროების საბჭოში ისაუბრებს

„ალ ქუდს ალ არაბი“: ვაშინგტონში მცხოვრებმა ორთოდოქსმა ებრაელებმა განაცხადეს, რომ ისინი უარს აცხადებენ ტრამპის ეგრეთ წოდებულ გეგმაზე.

„ალ ჯაზერა“: დასავლეთ სანაპიროზე შეტაკებების შემდეგ ისრაელმა ღაზა დაბომბა  

„ზუიდდოიჩე ცაიტუნგი“: ერდოღანმა პუტინი გააფრთხილა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთი ანკარასთან მიღწეულ შეთანხმებას არ ასრულებს.

„დოიჩე ველე“: კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვმა 170-ს მიაღწია

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვის სწრაფი ზრდის გამო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) დღეს კრიზისის სხდომას გამართავს.

„შპიგელ.დე“: ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა: ევროპარლამენტმა დაამტკიცა Brexit-ის ხელშეკრულება.

„ელ მუნდო“ (ესპანეთი):ესპანეთში სახალხო პარტიის ლიდერმა პაბლო კასადომ განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას "კონსტიტუციური მუხრუჭები" რომელიც შეზღუდავს მთავრობის მეთაურის (პედრო) სანჩესის უფლებამოსილებას.

„კლარინი“ (არგენტინა): არგენტინის ლიდერი ალბერტო ფერნანდესი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ ძლიერად დგომისთვის ევროპის დახმარებას ითხოვს: პირველი ვიზიტით რომში ჩავა.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): კორონავირუსი: ესპანეთის მოქალაქეებს, რომლებიც უნდა იყვნენ ვუჰანიდან ევაკუირებულნი, 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის შემდეგ შეეძლებათ ევროპაში ჩასვლა

„ლე სოირ“: კორონავირუსი: ბელგიური ტუროპერატორები ჩინეთისთვის გაკეთებულ ჯავშნებს გააუქმებენ

„ფრანსე 24“: ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით Brexit–ის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.

„ლე პარიზიენ“: კორონავირუსი: მეხუთე დადასტურებული შემთხვევა საფრანგეთში, ორი პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია

„ტასი“: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც მოსკოვში ხუთშაბათს (30 იანვარს) მოკლე სამუშაო ვიზიტით ჩავა. პუტინი და ნეთანიაჰუ განიხილავენ ტრამპის "საუკუნის შეთანხმებას".

„რია ნოვოსტი“: თურქეთში ახალი კორონავირუსის ტურიზმის სექტორზე გავლენები შეაფასეს

გაზეთი „ვესტი“: შორეულ აღმოსავლეთში ხუთ რუსულ რეგიონში ჩინეთთან საზღვრები ჩაიკეტება.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები