უცხოური პრესა 21.01.2020

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

1344581
უცხოური პრესა 21.01.2020

 

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

„ალ-შარქ ალ-ავსატი“: პრეზიდენტი ერდოღანი: ლიბიაში კონსულტანტები და ინსტრუქტორები გავაგზავნეთ.

„ალ-რაია ალ-კატარია“ (ყატარი): გერმანიამ განაცხადა, რომ თებერვალში ლიბიის შესახებ ახალ კონფერენციას მოაწყობს.

„ალ-აიამი“ (ბაჰრეინი): სამი რაკეტა ჩამოვარდა ბაღდადში ამერიკის საელჩოს მახლობლად.

“შპიგელ.დე“: ფრინველის გრიპის პირველი ახალი შემთხვევა გერმანიაში.

„ორფ.დე“: თურქეთი შეეცდება ნავთობის მოძიებას სომალის ღია წყლებში.

„რტლ.დე“: დეგენდორფი: ფერმერებმა და კლიმატის დამცველებმა მერკელის ვიზიტის დროს პროტესტი გამოხატეს.

„ელ პაისი“ ესპანეთი: ქარიშხალის შედეგად ამ დრომდე 4 ადამიანი დაიღუპა, მთავარი გზები და ინფრასტრუქტურა განადგურდა. გლორიას ქარიშხალმა განსაკუთრებით იმოქმედა ვალენსიის პროვინციასა და ბალეარის კუნძულებზე.

„ინფობაე“ არგენტინა: ევროპის დიპლომატიის შეფი ჯოზეფ ბორელი ოთხშაბათს ბრიუსელში ხუან გუაიდოს მიიღებს.

„ელ მუნდო“, ესპანეთი: ევო მორალესმა ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტია MAS-ს (სოციალიზმის მოძრაობა) საკუთარი კანდიდატი მიაღებინა.

გაზეთი „იზვესტია“: ცნობილი გახდა, რომ 10 ადამიანი, რომელიც ხანძრის შედეგად დაიღუპნენ რუსეთში ტომსკის რეგიონში, უზბეკეთიდან იყვნენ.

„ლენტა.რუ“: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დუმას დასამტკიცებლად წარუდგინა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი.

„ტასი“: მინსკმა დაადასტურა, რომ შეიძინა 80 ტონა ნორვეგიული ნავთობი.

„ფრანსე 24“: იმპიჩმენტის პროცესში, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადვოკატები "დაუყოვნებელ გამართლებას" ითხოვენ.

„ლე მონდი“: ილიას ალ-ფაჰფას ტუნისში მთავრობის ჩამოყალიბება დაევალა.

„ლე პარიზიენი“: ვერსალში უცხოური კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრამდე საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის მოწინააღმდეგეებმა ახალი აქცია გამართეს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები