უცხოური პრესა 07.01.2020

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

1336093
უცხოური პრესა 07.01.2020

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

„ველთ.დე“: აშშ-ირანის კრიზისი: ნატო-მ რიგგარეშე შეკრება გამართა.

„ზუიდდოიჩე ცაიტუნგი“: როგორ სურს ევროპას თავიდან აიცილოს ომი ახლო აღმოსავლეთში.

„დოიჩე ველე“: გელსენკირხენში თურქეთის მოქალაქე პოლიციამ მოკლა.

„ალ-რაია ალ-კატარია“ (ყატარი): პრეზიდენტი ერდოღანი: "ჩვენ არ შეგვიძლია რეაქცია არ გვქონდეს რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე."

„ალ-შარქ ალ-ავსატი“ ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი: აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ერაყიდან გამოსვლის გეგმა არ აქვთ.

„ვათანი“ (ომანი): ერაყმა უცხოური ძალების ქვეყნიდან გაყვანის საკითხზე პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ვაშინგტონი იმუქრება, რომ ერაყს სანქციებს დაუწესებს. ლონდონს ასევე არ აქვს კონკრეტული გეგმა ერაყის საკითხზე, მაგრამ პარიზის მოლაპარაკების გასამართად დროს ითხოვს.

„ლა ვანგარდია“ (ესპანეთი): ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად, ევროპარლამენტმა პატიმრობაში მყოფი კატალონიელი პოლიტიკოსი ორიოლ ჟუნკერასი ევროპარლამენტარად აღიარა.

„ლასეხტა“ (ესპანეთი): პედრო სანჩესი მთავრობის მეთაურობისთვის საკუთარი პოლიტიკური კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი კენჭისყრის წინაშე დგას.

„ლა ბოლივია“ (ბოლივია): ბოლივია 3 მაისს აირჩევს ახალ პრეზიდენტს.

„რია ნოვოსტი“: არანორმალური ცხელი ამინდია მთელ რუსეთში. ციმბირშიც კი ჰაერის ტემპერატურა სეზონურ ნორმას 20 გრადუსით აღემატება.

გაზეთი „იზვესტია“: პუტინმა მართლმადიდებელ ქრისტიანებს შობა მიულოცა.

„როსისკაია გაზეტა“: რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ირანის გენერალური შტაბის უფროსს ტელეფონით რეგიონში არსებული დაძაბულობის შესახებ ესაუბრა.

„ლე ფიგარო“ (საფრანგეთი): საპენსიო რეფორმა: პროფკავშირებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები თავიდან იწყება.

„ფრანსე 24“: აშშ-ს არმიამ „შეცდომით“ გამოაცხადა, რომ ერაყიდან გავიდოდა, მაგრამ მოგვიანებით ეს უარყო.

„ლიბერასიონი“ (საფრანგეთი): ირანის კრიზისსა და ბრექსიტს შორის, ბორის ჯონსონი ჯამბაზობს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები