უცხოური მედია 18.01.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1128381
უცხოური მედია 18.01.2019

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

არგენტინული ციფრული გაზეთი „ინფობაე“: ბოგოტაში პოლიციის აკადემიაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

ესპანური „ელ მუნდო“:   ჭაბურღილში ჩავარდნილი 2 წლის ბავშვის გადარჩენის სამუშაოები  გრძელდება.

ესპანური „აბც“ მესის მიერ გატანილი გოლით ბარსელონა სამეფო თასზე ნახევარფინალში გავიდა.

რუსული გაზეთი „იზვესტია“: რუსი მეცნიერები 2068 წლისთვის „აპოფიზი“-ს ასტროიდის დედამიწაზე შეჯახების რისკზე საუბრობენ.

რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“: რუსეში ფხენიანის ელჩი, აშშ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაცის იმის თაობაზე, რომ თითქოს და რუსეთი ჩრდილოეთ კორეას საჰაერო თავდაცვის ტექნოლოგიას მიჰყიდის, უარჰყო.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ვესტი“ ათი ათასობით სერბეთის მოქალაქე ბელგრადში პუტინს დიდი ზეიმით დახვდა.

გერმანული ეკონომიკური გაზეთი „დოიჩე ვითჩაუფ ნახრეხტენი“: სირიაში ჩამოსაყალიბებელი უსაფრთხოების ზონა, ირანის ხმელთაშუა ზღვაში სახმელეთო წვდომას ბლოკავს.

გერმანული გაზეთი „დვ“:  ბუნდესტაგი ქალებისთვის არჩევანის გაკეთების უფლების მინიჭების 100 წლისთავს აღნიშნავს.

სატელევიზიო არხი „არდ“: ევროკავშირი რთული ბრექსიტის წინააღმდეგ ემზადება.

საუდის არაბეთის ინგლისურენოვანი გაზეთი „ელ შარქ ელ ავსათ“: მემბიჯში მომხდარი თავდასხმა ტრამპს, სირიიდან გასვლის გადაწყვეტილებას არ  შეაცვლევინებს.

ლონდონში გამომავალი არაბული გაზეთი „ელ-ჰაიათ“: თურქეთმა ტერორიზმში ბრალდებული ჰოლანდიელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა.

კატარული „ელ-რაია“: კატარის პრემიერმა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

ფრანგული გაზეთი „ლე მონდე“:   საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქალაქ, ტულუზაში საჰაერო ბაზაზე სამხედროებს მიმართა.

ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“:    მიუხედავად მთავრობის გარკვეული დათმობებისა,  „ყვითელ ჟილეტებიანები“ ახალი აქციისთვის ემზადებიან.

ფრანგული გაზეთი „ელ პარიზიანი“: ევროპარლამენტის არჩევნები   ახალი მაკრონ-ლე პენის დუელისთვის ემზადება.  

 


საკვანძო სიტყვები: #უცხოური მედია , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები