უცხოური პრესა 22.11.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

852484
უცხოური პრესა 22.11.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „შეშფოთება გამოვთქვით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩვენს რეგიონში გატარებული მცდარი პოლიტიკის საკითხზე... ამბობთ, რომ ტერორგანიზაცია DEAŞ-ისგან გაწმინდეთ, მაგრამ იარაღით დატვირთული მანქანები ისევ სირიაში შედის. ეს ისევ რატომ გრძელდება? თქვენ რომელი ქვეყნის წინააღმდეგ იარაღდებით? სხვა დარდი გაქვთ. კარგად ვიცით რა რა არის, ამის შესაბამისად გადავდგამთ საჭირო ნაბიჯებს. ნურავინ ელოდება, რომ თურქეთი ამ სცენარების წინააღმდეგ ხელ-ფეხ შეკრული დაჯდება. სირიაში ასადის რეჟიმი ისევ ადგილზეა. თუ ასეა, ამდენი სისხლი რატომ დაიღვარა? ეს ნიშნავს, რომ  საკითხი ტერორთან ბრძოლა, დემოკრატიის დამყარება ან დაჩაგრულთა უფლებების დაცვა არ არის. ჩვენ ჩვენი მეზობლებისადმი ამგვარი მოპყრობის მიმართ გულგრილი ვერ დავრჩებით.“ 

ირანული ინტერნეტ გვერდი IRIB აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ირანმა, რუსეთმა და თურქეთმა დარჩენილი ტერორისტების გაწმენდის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს“, რომლის თანახმადაც, რუსეთის გაერთიანებული შტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი, მუჰამედ ბაქირი და ჰულუსი აქარი ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე სირიაში განვითარებულ მოვლენებზე, დარჩენილი ტერორისტული ჯგუფების განადგურებაზე და ასევე დეესკალაციის ზონებში კოორდინაციის დონის გაზრდის ზომებსა და სირიაში კრიზისის პოლიტიკური მოგვარების საკითხებზე ისაუბრეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიის იდლიბის რეგიონში დეესკალაციის ზონაში კოორდინაციის დონის გაზრდისა და ტერორგანიზაცია DEAŞ-ისა და ელ ნუსრადან დარჩენილი ტერორისტებისაგან გაწმენდის საკითხზე შეთანხმება იქნა მიღწეული.

ამერიკული ვებგვერდის TURKİSH AMERİCAN-ის ცნობით, თურქეთის ავიახაზების (THY) გენერალურმა დირექტორმა ბილალ ექშიმ განაცხადა, რომ თურქეთის ავიახაზებმა ამანათების გადაზიდვაში რეკორდი დაამყარა. სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებაში ექშიმ აღნიშნა, რომ მათ მსოფლიოს ტვირთი გადააქვთ, ამანათების გადაზიდვებში გაერთიანებულმა არაბულმა საემიროებმა მეორე ადგილზე გადაინაცვლეს, სპარსეთის ყურის ქვეყნებში კი საჰაერო გადაზიდვებში მესამე ადგილი დაიკავეს. 

და ბოლოს, რუსული საინფორმაციო გვერდის SPUTNİK-ის თანახმად, მსოფლიო სატელევიზიო სექტორის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებაზე ემის საერთაშორისო დაჯილდოებაზე „ტელენოველას „ კატეგორიაში თურქულმა სერიალმა  „შენი ზოდიაქოს ფერი“ (Kara Sevda) გაიმარჯვა. სერიალი, რომელშიც მთავარ როლებს ბურაქ ოზჩივიტი, ნესლიჰან ათაგული და ქაან ურგანჯიოღლუ ასრულებენ, სცენარისტები არიან ოზლემ ილმაზი და ბურჯუ გორგუნ თოფთაში, რეჟისორი კი ჰილალ სარალი, ამერიკის შეერთებული შტატების გარდა სხვა ქვეყნებში გასული სერიალებისთვის გადაცემული ემის საერთაშორისო ჯილდოს მომპოვებელი პირველი თურქული სერიალი გახდა.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები