უცხოური პრესა 01.11.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

838485
უცხოური პრესა 01.11.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ „რადიო რუსეთის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადების თანახმად, ლავროვმა და ჩავუშოღლუმ, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გუშინ დასრულებული მოლაპარაკებების ფარგლებში სირიაში არსებული ვითარება განიხილეს. ლავროვმა და ჩავუშოღლუმ განაცხადეს, რომ მზად არიან სირიაში მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის უფრო მეტი წახალისებისთვის სამუშაოების გასაგრძელებლად.

„რადიო ამერიკის ხმის“ თანახმად, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის ადამიანი უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარემ მუსტაფა იენეროღლუმ განაცხადა, რომ მთავრობა საზღვარგარეთ მცხოვრები 6 მილიონი თურქული დიასპორის გასაძლიერებლად ფართო მასშტაბიან სამუშაოებს დაიწყებს. იენეროღლუს თქმით, ამ ფარგლებში საზღვარგარეთ მცხოვრები თურქების პრობლემების გადასაჭრელად თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის ჭერქვეშ პირდაპირ საზღვარგარეთ მცხოვრები თურქების პრობლემებზე მომუშავე სპეციალურ კომისიას შექმნიან. მისივე განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თურქების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა, მათ მიერ შექმნილ ადგილობრივ პრესის ორგანოებს რეკლამით გაუწევენ მხარდაჭერას, საზღვარგარეთ გაიხსნება თურქული სახლები და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარების საკითხზე კი მუშაობა გრძელდება.  

ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო QHA-ს ცნობით თურქულ ნაკადში, რომლითაც რუსეთიდან თურქეთს წლიურად 15,75 მილიარდი კუბური გაზი მიეწოდება, პირველი გაზის ნაკადი 2019 წელში გაივლის. თურქული ნაკადის პრესსპიკერმა სანდერ ვან როტსელერმა ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ პროექტის თურქეთიდან ევროპისაკენ მიმართულებას ბოტაშ-გაზპრომის პარტნიორობით შესაქმნელი კომპანია გააკეთებს. მისივე განაცხადებით, თურქული ნაკადის პროექტის ევროპისათვის გაზის მიმწოდებელი მეორე მიმართულების საკითხზე კი მოლაპარაკებები გრძელდება.

და ბოლოს ჩინური საერთაშორისო რადიო CRI-ს თანახმად, თურქეთის ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 37,6 %-ით გაიზარდა და 11 მილიარდ 391 მილიონ 668 ათას დოლარს მიაღწია. თურქეთის სტატისტიკის ორგანიზაციამ ივლის-სექტემბრის ტურიზმის სექტორის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნა, რომლის თანახმადაც, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 77% უცხოელი ვიზიტორებზე, 23% კი საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ვიზიტორებზე მოდის.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები