უცხოური პრესა 15.03.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

691911
უცხოური პრესა 15.03.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ იტალიური საინფორმაციო სააგენტო  Askanews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთი ჰოლანდიის მიერ ვენის ხელშეკრულების დარღვევის გამო საერთაშორისო უმაღლეს ორგანოებს საპროტესო განცხადებით მიმართავს. ჰოლანდიაში 11 მარტს თურქი მინისტრი საკონსულოში პოლიციის ძალის გამოყენებით არ შეუშვეს და საზღვრები დაატოვებინეს. ჰოლანდიის პოლიცია მომხდარის გასაპროტესტებლად შეკრებილ თურქ მოქალაქეებს ცხენებითა და ძაღლებით თავს დაესხა. ანკარას ამ რასისტული ქმედების გაეროში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ევროპის საბჭოში განხილვა სურს. თურქეთი 1961 წლიდან მოქმედი დიპლომატიური ურთიერთობების საკითხზე ვენის ხელშეკრულების დარღვევის ბრალდებით ჰოლანდიის წინააღმდეგ განაცხადს შეიტანს.  

ინგლისური საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა, ანკარის მიერ ჰოლანდიასთან უმაღლესი რანგის დიპლომატიური ურთიერთობების შეჩერების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ჰოლანდიასთან დიპლომატიური კრიზისი ერთი ბოდიშით არ აღმოიფხვრება და უფრო მეტი სანქციების თაობაზე გაფრთხილება გააკეთა. მისივე თქმით, მინისტრთა საბჭოზე ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ჰოლანდიის წინააღმდეგ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. „ვინც ფიქრობს, რომ მშრალი ბოდიშით საქმეს უშველის, აუცილებლად დაინახავს რა შეცდომაც ჩაიდინეს“- აღნიშნა ერდოღანმა და დაამატა, რომ გატარებულ ზომებს შორის ეკონომიკური სანქციები ან ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა არ შედის.    

ჰოლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებლის Nos TV-ის თანახმად, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ჰოლანდიაში მცხოვრებ თურქებს მოუწოდა ხმა არ მისცენ რასისტულ თავისუფლების პარტია (PVV) გერტ ვილდერს და ხელისფლებაში მყოფ ლიბერალური პარტიის (VVD) კანდიდატს მარკ რუტეს. ინფორმაციის მიხედვით, ერდოღანმა დასძინა, რომ ევროპა თურქეთის გაძლიერებით შეწუხებულია, 1995 წელში ბოსნიაში მასობრივ მკვლელობებზე ჰოლანდიის პასუხისმგებლობაზე მიანიშნა და დაამატა: „ჩვენ მათ სრებრენიცადან ვიცნობთ. 80 ათასი ბოსნიელის ამოხოცვით ვიცით ისინი რამდენად ცუდი ხასიათის არიან“. ერდოღანი შაბათ საღამოს ჰოლანდიაში საპროტესტო გამოსვლის დროს პოლიციის ძაღლის მიერ დაკბენილ თურქ დემონსტრანტს ტელეფონით დაუკავშირდა. თურქეთის პრეზიდენტმა განცხადა, რომ აქციის ეს მონაწილე სამი თვე სამსახურში ვერ გავა.

და ბოლოს, რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკი“-ს თანახმად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირის თურქეთის მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციას არ მიიღებს, მიგრაციის შეთანხმებასთან დაკავშირებით სათანადო ნაბიჯები გადაიდგმება. „ვხედავთ, რომ ევროკავშირი დროს წელავს. ჩვენი მოთმინება უსაზღვრო არ არის. ამ საკითხზე ჩვენს მოქალაქეებსაც მოთხოვნები აქვთ. თუ ვიზალიბერალიზაცია მიღებული არ იქნება, მიგრაციის შეთანხმებასთან დაკავშირებით ნაბიჯებს გადავდგამთ, რადგანაც შეთანხმების მოთხოვნა ეს იყო: მიგრაცია, რეადმისია და ვიზალიბერალიზაცია... ჩვენ დღემდე ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც მიგრაციის შეთანხმება მოითხოვდა. ყველა მუხლი შევასრულეთ. ევროპა საკითხზე დროს ნუ გაწელავს და ჩვენც რაც საჭიროს გავაკეთებთ.“- აღნიშნა ჩავუშოღლუმ.  


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები