უცხოური პრესა 08.02.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

667938
უცხოური პრესა 08.02.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“-ს ცნობით პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანისა და რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ვლადიმერ პუტინის თავმჯდომარეობით გასამართი „თურქეთ-რუსეთის უმაღლესი რანგის თანამშრომლობის საბჭოს“ შეხვედრის ფარგლებში მომდევნო კვირაში მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება. შეხვედრას თურქული მხარის წარმომადგენლად თურქეთის ელჩი მოსკოვში უმით იარდიმი და რუსეთის წარმომადგენლად კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსეი მეშკოვი დაესწრებიან. კონსულტაციები „უმაღლესი რანგის თანამშრომლობის საბჭოს“ შეხვედრის მოსამზადებელი აუცილებელი ნაწილია. შეხვედრაზე როგორც ორმხრივ ურთიერთობები ასევე მრავალმხრივი საკითხები იქნება განხილული.

ინგლისური საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“-ს ცნობით, თურქეთის მთავრობამ თურქეთის ავიახაზების, დიდი ბაკების და თურქეთის ტელეკომის მილიონობით დოლარის ღირებულების აქციები გასულ წელში დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად შექმნილ ეროვნული აქტივების ფონდს გადასცა. ვიცეპრემიერმა ნურეთინ ჯანიქლიმ განაცხადა, რომ თურქეთის აქტივების ფონდი თავდაცვისა და საჰაერო მრეწველობაში ინვესტიციების, ავტობანების და საავადმყოფოების მსგავსი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული. ჯანიქლიმ Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ეს პროექტები საშუალო და გრძელ ვადებში დანახარჯს ამოიღებს, მოგების მოტანას დაიწყებს და რესურსების წყაროდ გადაიქცევა.“

გერმანული Deutsche Welle იუწყება, რომ თურქეთის ევროპის ქვეყნებთან ტერორისტების ექსტრადიციის საკითხზე დაძაბულობა ანკარის პოლიტიკის მთავარი საკითხია. ამ დაძაბულობასა და მის ორმხრივ ურთიერთობებზე ასახვაზე ისაუბრა Deutsche Welle-სთან თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის საგარეო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ სამართლიანობისა დ განვითარების პარტიის დეპუტატმა თაჰა ოზჰანმა და აღნიშნა: „სისხლისმღვრელი ამ ტერორგანიზაციების ღიად დაცვას ცდილობენ. ეს საქციელი არც დემოკრატიული და არც მორალურია.“ მისივე თქმით, ამ საკითხზე ანკარაში ვიზიტით ჩამოსულ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსაც ესაუბრნენ და დაამატა, რომ ექსტრადიციის საკითხზე სერიოზული პოზიციის არ გამომჟღავნების შემთხვევაში თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში რთული პერიოდი გარდაუვალია. მან ასევე დასძინა, რომ გერმანიის თაოსნობით ევროპის ქვეყნებმა ორმხრვი შეთანხმებების შესაბამისად უნდა იმოქმედონ.

და ბოლოს, იაპონური გაზეთ „ნიჰონ ქეიზაი სიმბუნ“-ში საუბარია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სტამბოლის ისტორიულ ნახევარკუნძულზე მდებარე ტურისტული ცენტრებიდან ქაფალიჩარში ანუ გრანდ ბაზარზე, რომელიც დაახლოებით 3600 მაღაზიისგან შედგება, სადაც ძვირფასეულობა, ტყავის და სასაჩუქრე პროდუქცია იყიდება. სტატიაში ნათქვამია, რომ ეს ბზარი ყოველთვის იზიდავდა სტამბოლის სტუმრებს. ქაფალიჩარში ამავდროულად არის ადგილი, სადაც ძვირფასეულობას ყიდულობენ დაქორწინების სამზადისში მყოფი წყვილები. ბაზარი ოსმალეთის ფადიშაჰის მაჰმუდ მეორის ბრძანებით აიგეს. იგი იმ დროიდან მოყოლებული მუდმივად ვითარდებოდა და ბაზარი ახალი ტურისტული სეზონისთვის ემზადება.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები