უცხოური პრესა 03.08.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

543918
უცხოური პრესა 03.08.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ euro news-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის FETÖ/PDY-ს 15 ივლისის გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს იყო გარეთ დაწერილი სცენარი, რომელსაც მსახიობები შიგნით ჰყავდა და დაამატა: „როგორი სტრატეგიული პარტნიორები ვართ, როცა მე თქვენ ჩემი ქვეყნის სახელით ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტში შესულ ადამიანს (ფეტულა გიულენი) გთხოვთ და თქვენ კი მის ისევ თქვენს ქვეყანაში დამალვასა და შეფარებას განაგრძობთ. დასავლეთი აქ ტერორს მხარს უჭერს თუ არა? დასავლეთი დემოკრატიის გვერდითაა თუ გადატრიალების? ტერორის გვერდითაა? სამწუხაროდ, ეს დასავლეთი ტერორს მხარს უჭერს და ამბოხის გვერდით დგას.“    

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Trend new-ს ცნობით, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის საგარეო საქმეთა კომისიის წევრებისაგან შემდგარი დელეგაცია ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის FETÖ/PDY-ს 15 ივლისის გადატრიალების მცდელობისას და მის შემდეგ თურქეთში მომხდარი მოვლენების გასაცნობად აშშ-ში გაემგზავრა, სადაც იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში შეხვედრები გამართა. კომისიის თავმჯდომარის თაჰა ოზჰანის განცხადებით, შეხვედრებზე ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის FETÖ/PDY-ს 15 ივლისის გადატრიალების დროსა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს და ასევე განიხილეს ფეტულა გიულენის ექსტრადიციის საკითხი. ოზჰანის თქმით, ამერიკულმა მხარემ  თურქეთთან თანამშრომლობისათვის მზაობა ღია გამოაცხადა და დაამატა, რომ ფეტულა გიულენის ექსტრადირების საკითხმა საჭიროა მძევლად არ აიყვანოს თურქეთ-ამერიკის ურთიერთობები.     

კატარული ალ ჯაზირას თანახმად, შვედეთის ყოფილმა პრემიერმა კარლ ბილდტმა ევროპის ქვეყნების თურქეთში გადატრიალების მცდელობისადმი დუმილი გააკრიტიკა. ბილდტმა „ევროპა, დაიცავი ერდოღანი“ -ს სახელწოდების სტატიაში აღნიშნა: „თუ ევროპა განსაკუთრებით გადატრიალების მასთან დაკავშირებულ საკითზე მიდგომას არ გადახედავს, მორალური ავტორიტეტის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდება.“

და ბოლოს, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნა“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „მეჰმედ დოღანი: თურქეთში მომხდარ მოვლენებზე ირანის პოზიცია სანაქებოა“, რომლის თანახმადაც, თურქეთის კონსულმა ირანის ქალაქ მეშჰედში მეჰმედ დოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში მომხდარ მოვლენებზე ირანის პოზიცია სანაქებოა, ირანი როგორც თურქეთის მეგობარი ამ მოვლენებში თურქეთის სახელმწიფოსა და ერის გვერდით იყო რაც ძალიან ძვირფასია. მისივე თქმით, „ემბარგოს მიუხედავად, თურქეთი მოკავშირეების მიუხედავად ირანის გვერდით იდგა და დღეს კი ირანი თურქეთის გვერდითაა. ეს ორი ერისა და სახელმწიფოს მეგობრობის გამოხატულებაა.“

 


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები