უცხოური პრესა 23.03.2016

უცხოური პრესა 23.03.2016

456712
უცხოური პრესა 23.03.2016


უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ რუსული ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მოუწოდა უშიშროების საბჭოში გაატაროს რეფორმები და ამ ფარგლებში წევრი ქვეყნების რაოდენობა 20-მდე გაზარდოს და მოიხსნას მუდმივი წევრობის სტატუსი. ერდოღანის განცხადებით, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრები რუსეთი, საფრანგეთი, აშშ და ჩინეთია მათ შორის არ არის აფრიკის, სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელი და ასევე ამ ხუთეულში არ არის არც ერთი მუსლიმური ქვეყანა და ბუდისტების წარმომადგენელი. მისივე თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოში 196 ქვეყნა რიგრიგობით უნდა იყოს წარმოდგენილი.

ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP წერს: პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა კიდევ ერთხელ შეიტანა ეჭვი ტერორგანიაცია პკკ-ს წინააღმდეგ ევროკავშირის ბრძოლის გულწრფელობაში. ერდოღანმა ბრიუსელში პკკ-ს კარვის გაშლასა და მათი რაღაც ქსოვილის ნაწილის აღმართვაზე ბელგიის მთავრობის მიერ თვალის დახუჭვაზე მწვავე რეაქცია გამოხტა. თურქეთის პრეზიდენტმა დასძინა: „ევროკავშირი, რომელიც პკკ-ს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, როგო ხდება რომ ამგვარ ვითარებას ეგუება, სად არის გულწრფელობა და კეთილსინდისიერება? ეს თვალთმაქცობაა."

კატარული ალ ჯაზირას თურქულენოვანი საინფორმაციო ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სახელწოდებით „ევროკავშირის თურქების მოსვლის არ ეშინია“, რომელშიც ნათქვამია: ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, თურქებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწყება ევროკავშირზე უარყოფითად არ იმოქმედებს. ამასთანავე ვიზა ლიბერალიზაციასთან ერთად თურქეთ ევროკავშირს შორის რეადმისიის პროცესის გააქტიურებაც ევროკავშირში სხვა ქვეყნებიდან უკონტროლო მიგრაციაზე კონტროლის დამყარებას გამოიწვევს და ევროკავშირი დამშვიდდება. ევროკომისიის სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, თურქებს ძველებურად აღარ სურთ ევროკავშირში მიგრაცია, უფრო მეტიც, ადრე ევროპაში გადასახლებულებმა ან მათმა შვილებმა უკან დაბრუნება დაიწყეს.

თურქულ-ამერიკული საინფორმაციო პორტალის ცნობით, ვაშინგტონში თურქეთის საელჩოსა და პრემიერმინისტრის ხელშეწყობის ფონდის მიერ ორგანიზებული აჰმედ ოზანის კონცერტი და სემას წარმოდგენა 2016 წლის 10 აპრილს ვაშინგტონში ადგილობრივი დროით 7:30 საათზე გაიმართება. მსურველებს კონცერტზე დასწრება უფასოდ შეეძლებათ, რისთვისაც საჭიროა საიტზე www.eventbrite.com დარეგისტრირება.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები