უცხოური პრესა 09.03.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

447392
უცხოური პრესა 09.03.2016

უცხოური პრესა 09.03.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

არაბული ტელეარხი ელ ჯეზირა თურქეთ-ევროკავშირის სამიტს აშუქებს და ხაზს უსვამს, რომ მხარეებმა ლტოლვილთა საკითხი განიხილეს და პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს ანკარის მიერ წარდგენილ ტექსტში, რომელიც შეიცავს მიგრანტების შეფარების სანაცვლოდ თურქი მოქალაქეებისათვის შენგენის ქვეყნებში ივნისის თვიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, საბერძნეთიდან რეადმისიის ფარგლებში თურქეთში გადმოგზავნილი თვითოეული მიგრანტის სანაცვლოდ თურქეთის ლტოლვილთა ბანაკებში თავშეფარებული 1 სირიელი ლტოლვილის ევროკავშირის ქვეყნებში გაგზავნას, 2018 წლის ბოლომდის ანკარისათვის დამატებით კიდევ 3 მილიარდი ევროს ოდენობის ფულადი დახმარების გაცემას. ახლა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტები 17-18 მარტს განიხილავენ ამ შეთანხმებას და საბოლოო დადგენილებას ისე გამოიტანენ. ელ ჯეზირე დავუთოღლუზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბრიუსელის მხრიდან ანკარისათვის წარდგენილი 72 მუხლიანი პაკეტიდან 19 უკვე შესრულებულია, 9 მუხლი პარლამენტშია წარდგენილი, ხოლო დანარჩენების განხორციელებაც 1 მაისამდე დასრულდება

აშშ-ში გამომავალი Turkish American News-ი წერს, რომ პენტაგონის პრეს წარმომადგენელმა პეტერ გოოქმა ბოლო პრეს კონფერენციაზე შეფასება მისცა რა სირიის ჩრდილოეთში რუსების და სირიული ქურთული შეიარაღებული ფორმირება YPG-ს ახლო თანამშრომლობას, თქვა, რომ თუ ისინი დარტყმას მიაყენებენ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ ოპოზიციურ ძალებს, მაშინ, პენტაგონი თავის შეშფოთებას გადასცემს რუსეთს

რუსული საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკი იტყობინება, რომ ამერიკამ სანქცია დაუწესა უგანდაში და ცენტრალურ აფრიკაში მოქმედი ტერ ორგანიზაცია “უფლის წინააღმდეგობის არმიის“ (LRA) ლიდერ ჟოზეფ კონის. ეს ორგანიზაცია 1987 წელს 10 მცნების საფუძველზე შეიქმნა და ხშირად აწყობს ტერაქტებს და თავდასხმებს უგანდაში, სუდანში, კონგოში, რის გამოც იძულებითი დევნილის მდგომარეობაში აღმოჩნდა 1,5 მილიონი ადამიანი

ჩინური რადიო CRI იუწყება, რომ საბერძნეთის უმაღლესმა სასამართლომ დაამტკიცა კონტრაქტი, რომელიც ამ ქვეყნის პორტ პირეს ოპერირების 67%-იან წილს ფირმა COSCO-ს მიჰყიდის, რითაც ამ პორტის პრივატიზაციის გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ახლა ამ კონტრაქტს საბერძნეთის კონკურენციის კომისიაც დაამტკიცებს და შემდეგ გადაეგზავნება პარლამენტს


საკვანძო სიტყვები: #უცხოური , #პრესა , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები