უცხოური პრესა 25.11.2015

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

368595
უცხოური პრესა 25.11.2015

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ ესპანურ გაზეთ „ლა ვანგუარდია“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელშიც ნათქვამია: „თურქეთის საჰაერო ძალებმა, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ბრალდებით, ერთი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოგადეო და თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა“.

იტალიური საინფორმაციო სააგენტო „ანსამედი“ კი იტყობინება: „თურქეთი მზადაა ყველაფერი გააკეთოს თურქმენი უმცირესობის დასაცავად. ეს სიტყვები დეაშსა და ადგილობრივ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკებებისა და რეგიონში რუსული საჰაერო ოპერაციების გამო გამოქცეული მინიმუმ 1500 თურქმენის ბოლო დღეებში თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ჩასვლის შემდეგ, თურქეთის პრემიერმა აჰმედ დავუთოღლუმ წარმოთქვა“.

„ევროსაბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა ტვიტერით განაცხადა, რომ ევროკავშირისა და თურქეთის მმართველები კვირას ბრიუსელში ურთიერთობების „გამოცოცხლების“ და „მიგრანტთა ნაკადის შეჩერების“ საკითხზე სასაუბროდ შეიკრიბებიან. ევროპელები ახალი მთავრობასთან გასამართ ამ საგანგებო სამიტზე საბერძნეთის სანაპიროების გავლით თურქეთის სანაპიროებიდან გასული და ევროპაში ჩასვლის მსურველი მიგრანტების საკითხზე თანამშრომლობის გაფართოებას იმედოვნებენ“- იტყობინება ფრანგული საინფორმაციო სააგენტო „აჟანს ფრანს პრესი“.

და ბოლოს, ირანული საინფორმაციო სააგენტო „ირნა“-ს თანახმად, „ისლამური ქვეყნების ეკონომისტების შეკრება ირანის ისლამური სახელმწიფოს მონაწილეობით სტამბოლში დაიწყო. აღნიშნული შეკრება მომზადება იქნება თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ თაიპ ერდოღანის თავმჯდომარეობით სტამბოლში მომდევნო კვირაში გასამართი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მუდმივი კომიტეტის შეხვედრისათვის“.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები