უცხოური პრესა 18.03.2015

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

270447
უცხოური პრესა 18.03.2015

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ „ალ ჯაზირას“ ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ბალიქესირში სიტყვით გამოსულმა თურქეთის პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ ზოგიერთი წრეები მუსლიმების ტერორიზმთან გაიგივების პროექტს აწარმოებენ და დასავლეთის თვლაში მუსლიმის ხსენებისას უპირველს ყოვლისა თურქი ახსენდებათ, რის გამოც მუსლიმთა წინააღმდეგ ქმედებების პირველი სამიზნე თურქეთი ხდება. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ისლამური სამყაროს კონფლიქტებისა და ტერორიზმის ცენტრად წარმოჩენის წინააღმდეგ საჭიროა მუსლიმებმა საკუთარი ფასეულობები დაიცვან და მისი ქვეყანა მუსლიმებისა და მსოფლიოს ჩაგრულთა გვერდით დგომას მომავალშიც გააგრძელებს.

ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინჰუა“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „თურქეთ-უნგრეთის ენერგო თანამშრომლობა“, რომლის თანახმადაც, უნგრეთის პრეზიდენტმა იანოშ ადერმა ანკარაში პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ორ ქვეყნას შორის ენერო წარმოების საკითხზე თანამშრომლობა გაიზრდება. ერდოღანმა კი დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის ენერგო თანმშრომლობის გაზრდის ფარგლებში ტრანს ანატოლიის ბუნებრივი აირის მილსადენს შეეხო საუბარი.

ავღანეთში გამომავალი გაზეთის „საბაჰ 8“-ის ინფორმაციით, ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სალაჰუდინ რაბბანი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს ანკარაში შეხვდა. შეხვედრაზე ჩავუშოღლუმ დასძინა, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკაში ავღანეთს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და მისი ქვეყანა ავღანეთის სამშვიდობო მცდელობებს მხარს უჭერს და ავღანეთთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

და ბოლოს, რუსულ საინფორმაციო პორტალ Ng.ru-ზე გამოქვეყნებულია სტატია სახელწოდებით „თურქეთის მარშრუტი“, რომლის თანახმადაც, ბოლო 30 წლის მანძილზე რუსეთსა და თურქეთს შორის აქტიური ენერგო თანამშრომლობა მიმდინარეობს და ენერო ვაჭრობა ორმხრივ ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. სტატიის მიხედვით, ორ ქვეყანას შორის წლიური სავაჭრო ბრუნვა 33 მილიარდ დოლარს აღწევს. მხარეებს ბუნებრივი აირის გარდა თურქეთის ბაზრის ენერგო რესურსების დასაკმაყოფილებლად ქვანახშირისა და ნავთობის საკითხში თანამშრომლობის გაზრდა სურთ. ამასთანავე, ენერგო თანამშრომლობა ურთიერთ ინვესტიციების სფეროსიც გაფართოვდა და რუსეთი თურქეთში პირველ ბირთვულ სადგურს ააგებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები