უცხოური პრესა 18.02.2015

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

222167
უცხოური პრესა 18.02.2015

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ ესპანურ გაზეთ La Vanguardia-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, მექსიკაში ვიზიტით ჩასული რ. თ. ერდოღანი სიტყვით გამოვიდა „თურქეთის საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხების“ სახელწოდების კონფერენციაზე, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციები „ვალდებულებების შეუსრულებლობის“ გამო გააკრიტიკა. პრეზიდენტმა ერდოღანმა გააკეთა მოწოდება გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრობის სისტემა გაუქმდეს და შეიქმნას კომიტეტი, სადაც ყველა ქვეყანას სიტყვისა და ხმის უფლება ექნება. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალზე საუბარი შეუძლებელი იქნება.

La Vanguardia-ში ასევე გამოქვეყნებულია სტატია სახელწოდებით „ძლიერდება მექსიკა-თურქეთის ურთიერთობები“, რომლის თანახმადაც, მექსიკაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ხელი მოაწერა მექსიკისა და თურქეთის მთავრობებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებებს. თურქეთის პრეზიდენტმა მექსიკის ეროვნული სასახლეში სახელმწიფოს მეთაურ პენია ნიეტოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ დასძინა, რომ მათ პირისპირ ისაუბრეს მომავალში თანამშრომლობის გზებზე. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის მიზანია კოლუმბიასთან, ჩილესთან, მექსიკასთან და პერუსთან და მთლიანად წყნარი ოკეანის კავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება. პენია ნიეტომ კი დასძინა, რომ გადაწყვიტეს ისარგებლონ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი მეექვსე ტურისტული ქვეყნა თურქეთის გამოცდილებით.

ბულგარეთში გამომავალი გაზეთის „კროსის“ ცნობით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანული გაზის სატრანზიტო ტრანს ანატოლიის ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი TANAP თურქეთის პრიორიტეტული პროექტია. სამხრეთ ბუნებრივი აირის დერეფნის პროექტში მონაწილე ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებისაგან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს პირველ შეკრებაზე ბაქოში სიტყვით გამოსულმა ილდიზმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი TANAP-ის შექმნა. თურქეთი TANAP-ის აგების შემდეგ რეგიონის ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ცენტრად იქცევა.

და ბოლოს, ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ცნობით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD-ს განვითარებადი ქვეყნების ენერგეტიკული განყოფილების საერთაშორისო ენერგიის სააგენტოს UEA-ს მთავარი ეკონომისტი ფათიჰ ბიროლი, მარია ვან დერ ჰოვენის შემდეგ, რომელსაც მოვალეობის შესრულების ვადა სექტემბერში ეწურება, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელად დაინიშნება. UEA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „საერთაშორისო ენერგიის სააგენტოს მმართველმა საბჭომ ამ კვირაში ფათიჰ ბიროლის სააგენტოს ახალ აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნა დაამტკიცა. ბიროლი თანამდებობას ოთხ წლიანი ვადის 31 აგვისტოს ამოწურვის შემდეგ მარია ვან დერ ჰოვენისაგან გადაიბარებს“.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები