უცხოური პრესა 12.11.2014

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

188153
უცხოური პრესა 12.11.2014

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვას ვიწყებთ ირანული საინფორმაციო სააგენტო ისნა-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის პრემიერმინისტრი ტელეფონით დაუკავშირდა პალესტინის სახელმწიფოს მეთაურს მაჰმუდ აბბას. საუბრის დროს დავუთოღლუმ მთლიანად მუსლიმი საზოგადოებისათვის აქსას მეჩეთის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „აქსას მეჩეთი კაცობრიობის და მუსლიმთა ღირსებაა და მას გულითა და სულით დავიცავთ“.

მაჰმუდ აბბასმა კი დავუთოღლუს განუცხადა: „გაეროს 2012 წლის შეკრებაზე პალესტინას მხოლოდ თურქეთმა დაუჭირა მხარი და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. თქვენ იყავით პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც პალესტინის დამოუკიდებლობისათვის ისაუბრა“.

აჰმედ დავუთოღლუმ კი მკაცრად გააკრიტიკა ისრაელის მხრიდან აქსას მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმაზე მდუმარე არაბული ქვეყნები და საერთაშორისო საზოგადოება.

ირანულ საინფორმაციო სააგენტო ირნა-ს მოჰყავს თურქეთის ვიცეპრემიერის იალჩინ აქდოღანის მიერ აქსას მეჩეთზე გაკეთებული განცხადება და მასში ნათქვამია: „საერთაშორისო საზოგადოება უნდა ებრძოლოს და ერთობლივი პოზიცია გამოხატოს უჩვეულო ქცევის მქონე, მჩაგვრელი და მკვლელი რეჟიმის მიმართ. მსოფლიოს ყურადღება სირიაზე, ერაყსა და ქობანიზეა გადატანილი, ისრაელი კი ამას ბოროტად იყენებს და წმინდა ადგილებს თავს ესხმის“.

ასევე ირანული საინფორმაციო სააგენტო ირნა-ს ცნობით, თურქეთის ვიცეპრემიერმა ნუმან ქურთულუშმა თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის საბიუჯეტო კომისიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთში თავშეფარებული 1 მილიონ 73 ათასი სირიელის ბიომეტრული მონაცემები რეგისტრირებულია, ასევე რეგისტრირებული იქნება სხვა მონაცემებიც და დაამატა: „სირიის მოვლენების დაწყების შემდეგ ვიფიქრეთ, რომ სირიელი ლტოლვილები რამდენიმე თვეში თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდებოდნენ, მაგრამ შიდა ომის დაწყებიდან 3,5 წლის გასვლის მიუხედავად, ომი ისევ გრძელდება. ამის გამო ნათელი ხდება, რომ სირიელი დევნილები თურქეთში დარჩებიან“.

და ბოლოს, რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ეკონომიკური რეფორმების პაკეტი ცნობილია“. ინფორმაციის მიხედვით, პრემიერმინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი მიზანია ოთხ წელიწადში მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობის 1,3 ტრილიონ დოლარამდე გაზრდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 5,2%-მდე შემცირება და უმუშევრობის 7%-მდე დაყვანა“.
დავუთოღლუმ აღნიშნა, რომ მომდევნო 4 წელიწადში განსახორციელებელი რეფორმები თურქეთის ისტორიაში ყველაზე სტრუქტურული ეკონომიკური გარდაქმნები იქნება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები