უცხოური პრესა 20.08.2014

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

97119
უცხოური პრესა 20.08.2014


მიმოხილვას ვიწყებთ იაპონიაში გამომავალი გაზეთით ასაჰი შიმბუნით, რომლის თანახმადაც, თურქეთმა ეკონომიკურ ზრდასთან და განვითარებასთან ერთად გონივრული პოლიტიკით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნდობა მოიპოვა და რეგიონალურ ძალად გადაიქცა. ინფორმაციის მიხედვით, ახლად არჩეული პრეზიდენტის რ. თ. ერდოღანისაგან მისი ქვეყნის ძალით მთლიანად რეგიონის სტაბილურობის დაცვის გონივრული დიპლომატიის განხორციელებას ელოდებიან. გაზეთი ასევე წერს, რომ როგორც შუამავალსა და მრჩეველს თურქეთს დიდი როლი აქვს ნაკისრი.

ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ განაცხადა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის არსებული სავაჭრო კავშირების გაფართოებისათვის ახალი ლოჯისტიკური გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. ამ თემას ეხება საინფორმაციო სააგენტო იტარ ტასი და წერს, რომ ზეიბექჩის განცხადებით, რუსეთში ტვირთის გადამზიდავი კომპანიების ტრანზიტისათვის საჭირო დოკუმენტების პრობლემის გადაჭრისათვის საჭიროა „ეფექტური და საბოლოო გზის გამონახვა“. სააგენტოს თანახმად, ზეიბექჩიმ დასძინა: „ყველაზე სწორი და ეფექტური გადაწყვეტილება იქნება ტვირთზე დაწესებული კვოტის სისტემის საერთოდ გაუქმება და ხმელეთიდან განხორციელებული გადაზიდვების სრულიად გათავისუფლება“.

იტალიური საინფორმაციო სააგენტო ანსამედი აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ქალთა დასაქმებაში 2023 წლის მიზანი“, რომლის თანახმადაც, თურქეთში ქალთა დასაქმების დონის 2023 წლისათვის 35%-მდეა დაგეგმილი. ინფორმაციის მიხედვით, ეს მიზანი მთავრობის „2014-2023 წლის დასაქმების სტრატეგიაში“ შევიდა და მასში აღნიშნულია, რომ ქალთა დასაქმება თურქეთის ეკონომიკის მსოფლიოს პირველ ათეულში მოსახვედრად „საჭიროა“.

და ბოლოს, ბრიუსელში მსოფლიოში ცნობილ მოედან გრანდ პალასზე 600 ათასი ბეგონიის გამოყენებით უზარმაზარი თურქული ხალიჩა შექმნეს. ბელგიაში მცხოვრები დაახლოებით 220 ათასი თურქის ამ ქვეყანაში ცხოვრების 50-ე წლისთავის აღსანიშნავად შექმნილი ყვავილების ხალიჩა თურქული კულტურისა და ხელოვნების გასაცნობად დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიება გახდა. ბელგიური გაზეთის ბელგას ცნობით, 75 მეტრის სიგრძისა და 25 მეტრის სიგანის ყვავილების ხალიჩა 1800 კვადრატული მეტრის ბეგონიისაგან დაამზადეს. აქვე ნათქვამია, რომ თურქეთის საპატივცემულოდ მუნიციპალიტეტის სასახლის დარბაზების დეკორაციაც ფერად-ფერადი ყვავილებით იქნა გაკეთებული.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები