უცხოური პრესა 02.07.2014

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

115268
უცხოური პრესა 02.07.2014


ევროკავშირის კომისიის გაფართოებაზე პასუხისმგებელი კომისარი, შტეფან ფულე, თურქეთში ვიზიტით იმყოფებოდა და იგი საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აჰმედ დავუთოღლუს შეხვდა. შეხვედრაზე დავუთოღლუმ თურქეთსა და ევროკავშირის შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში სასამართლო, თავისუფლების, იუსტიციისა და კონსტიტუციის თემებზე 23-ე და 24-ე ქვეთავების გახსნა მოითხოვა. გაზეთი Daily ეხება ამ თემას და წერს, რომ შტეფან ფულესა და დავუთოღლუს შეხვედრა „არალეგალური მიგრაციის თემაზე თურქეთსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი რეადმისიისა და თურქეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების მოთხოვნის“ ფარგლებში გაიმართა.

ირანული საინფორმაციო სააგენტო „ირნა“ იუწყება, რომ თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა ევროკავშირთან არალეგალების რეადმისიის თაობაზე დადებული ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. სააგენტოს თანახმად, ევროკომისიის გაფართოებაზე პასუხისმგებელმა წევრმა შტეფან ფულემ სოციალურ მედიაში თურქულ ენაზე გავრცელებულ გზავნილში კანონის თურქეთის პარლამენტის რატიფიცირების გამო კმაყოფილება გამოთქვა. შეთანხმების მიხედვით, აღნიშნული კანონის ძალაში შესვლით ევროკავშირი სამ წელიწადში საფეხურებრივად მოუხსნის თურქეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს.

ესპანური საინფორმაციო სააგენტო Europa Press იუწყება, რომ მიმდინარეობს ავიაკომპანიის ყოველდღიური მუშაობის შესახებ დოკუმენტურ ფილმის გადაღება, რომლის ფარგლებშიც პირველად მიეცა გადამღებ ჯგუფს თურქეთის ავიახაზების ყოველდღიური ოპერაციების გადაღების უფლება. ეს ფილმი შემოდგომაზე გავა Nat Geo People და Natıonal Geographic-ის არხებზე. აღნიშნულ პროგრამაში გაშუქებული იქნება სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის ერთი კვირის ბოლო. ტელემაყურებლები ნახავენ თურქეთის ავიახაზების ლოჯისტიკის, სალონის პერსონალის, ფრენის საათებზე და ამავდროულად დაკარგულ ბარგზე პასუხისმგებელი პერსონალის ყოველდღიურ მუშაობას.

და ბოლოს, თურქეთის ავიახაზებმა იტალიაში რომის, მილანის, ვენეციის, ნაპოლის, ბოლონიის, გენუის, ტორინოსა და კატანიის შემდეგ საჰაერო რეისების შესრულება პიზაშიც დაიწყო. ამ თემას ეხება იტალიური გაზეთი La Nazione და წერს, რომ პიზასა და სტამბოლს შორის პირდაპირი რეისის დაწყება არა მარტო ხელს შეუწყობს სრუტეზე მდებარე ქალაქის აღმოჩენას, არამედ სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის სტრატეგიული მდებარეობის მეშვეობით თურქეთის ავიახაზების 107 ქვეყანაში 256 მიმართულებაც ხელმისაწვდომი გახდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები