ერდოღანმა ტერორიზმის წინააღდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერდოღანმა ტერორიზმის წინააღდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

2124512
ერდოღანმა ტერორიზმის წინააღდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა: „ჩვენ მზად ვართ ვაჩვენოთ ყველას, რომ თურქეთისა და რეგიონის მომავალში ტერორიზმის ადგილი არ არის“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული შეფასება, პრეზიდენტის სასახლეში ჟანდარმერიის და სანაპირო დაცვის წევრებისთვის გამართულ იფთრის ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორიზმი არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც პოლიტიკაზე მაღლა უნდა განიხილებოდეს. ერდოღანმა თქვა: „ყველა ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-დან FETÖ-მდე, DEAŞ-დან DHKP/C-მდე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ჩვენი ერის მტერია. როგორც მთავრობა და სახელმწიფო, ჩვენ ძალიან ეფექტურად და წარმატებულად ვიბრძვით ტერორიზმთან. რაც შეეხება სირიის და ერაყის საკითხს, განხორციელებული ოპერაციებით, ჩვენ საზღვრებიდან ჩამოვაცილეთ DEAŞ-ის და PKK-YPG-ს ტერორისტული ორგანიზაციები. იმედია, ჩვენ გადაწყვეტილებით გავაგრძელებთ ამ პოზიტიურ ნაბიჯებს. ჩვენ გადავწყვიტეთ ვაჩვენოთ ყველას, მეგობარს და მტერს, რომ თურქეთისა და რეგიონის მომავალში ტერორიზმის ადგილი არ არის“.



მსგავსი ინფორმაციები