თურქეთ-ქუვეითს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდა

თურქეთ-ქუვეითს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდა

2136697
თურქეთ-ქუვეითს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქუვეითის ემირს, მიშალ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰის თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენი გადასცა.

ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მყოფ ქუვეითის ემირს საპრეზიდენტო კომპლექსში „სახელმწიფო ღირსების მედალი“ გადაეცა.

გუშინ, ანკარაში გამართულ აღნიშნულ ღონისძიებამდე, პრეზიდენტის სასახლეში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდიღანსა და ქუვეითის ემირ მიშალ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰის შორის პირისპირი და დელეგაციებს შორისი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობები იქნა განხილული.

შეხვედრებზე ასევე შეფასდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დიპლომატიის, ჯანდაცვის, კულტურის, ტურიზმისა და განათლების სფეროებში.

შეხვედრების დღის წესრიგში იყო ასევე ისრაელის თავდასხმები ღაზაში.

იმავდროულად, პრეზიდენტ ერდოღანისა და ქუვეითის ემირ ალ-საბაჰის თანდასწრებით ორ ქვეყანას შორის 6 ხელშეკრულება გაფორმდა.



მსგავსი ინფორმაციები