თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12 000 გასცდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 141 ადამიანი გარდაიცვალა

1531549
თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12 000 გასცდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 12 084-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 156 642 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 5103 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 141 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 435 273-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  367 592  პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 3019 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები