იზმირში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

იზმირში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

1519907
იზმირში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

იზმირში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა.  კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის შედეგად 91 მოქალაქე დაიღუპა. მათივე განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაშავებული 994 ადამიანიდან 220 ადამიანის მკურნალობა გრძელდება. მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ბაირაქლის რაიონში, 8 შენობაში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება.   კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ცნობით, გასული კვირის პარასკევ დღეს, თურქეთის დროით 14.51 წუთზე იზმირის სეფერიჰისარის რაიონში 17 კილომეტრის დაშორებით ღია წყლებში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.  მიწისძვრა მიწის ზედაპირიდან 16,54 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #იზმირი

მსგავსი ინფორმაციები